დონალდ ტრამპის პირველი ცოლი, ივანა ტრამპი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი სხეულის დაზიანებები გახდა. როგორც ამერიკული მედია წერს, ტრამპი ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში, კიბეზე დაეცა.
ივანა ტრამპი, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა, ყოფილ პრეზიდენტმზე 1977 წელს დაქორწინდა. ისინი 15-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 1992 წელს დაშორდნენ.
“ივანა იყო ლამაზი, შესანიშნავი ქალი, რომლის ცხოვრებაც შთამაგონებელი იყო,” – თქვა დონალდ ტრამპმა ყოფილ ცოლზე.
წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავდა – დონალდ ჯუნიორი, ივანკა და ერიკ ტრამპები.














კომენტარები