წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთში ოჯახის წევრებს შორის დაწყებული დავა დაჭრით დასრულდა.
წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთში ოჯახის წევრებს შორის დაწყებული დავა დაჭრით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 65 წლის კაცს შვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც სანადირო თოფიდან გაისროლა, რომელიც მეორე შვილს მოხვდა.
ახალგაზრდა ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„მეზობელმა თოფი ესროლა შვილს. შელაპარაკება მოუვიდათ ერთმანეთთან. შემდეგ მამამ გაბრაზებულ გულზე შვილს ესროლა. დაჭრილია მეორე შვილი, რომელსაც ნასროლი შემთხვევით მოხვდა“, – აცხადებს მეზობელი.
მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალს ჭრილობა ყელის და გულმკერდის მხარეში ჰქონდა.
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები