პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.
შეხვედრის ამსახველი ფოტოც სოციალურ ქსელში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე აიტვირთა.
რა საკითხები განიხილეს დიპლომატებმა აუდიენციაზე ჯერჯერობით უცნობია. ადმინისტრაცია დამატებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.
კომენტარები