„დინამო ბათუმი” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას დღეს გამართავს.
საქართველოს ჩემპიონი გუნდის მეტოქე ბრატისლავის „სლოვანი“ იქნება. ერთი კვირის წინ ამ გუნდებს შორის სლოვაკეთში გამართული თამაში 0-0 დასრულდა.
მატჩამდე ერთი დღით ადრე ბათუმში ადგილობრივი გუნდის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. ბათუმელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდებათ. შეხვედრა, რომელზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია, დღეს 21:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები