• რეკლამა
  • კონტაქტი
07:39, ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ გადაარჩინეს, მაღალმთიან სოფელში, ლოგინად ჩავარდნილი ბებო, ძაღლებმა და ქათმებმა – რას წერს აკა სინჯიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:13 07-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
452

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, როგორ გადაარჩინეს, მაღალმთიან სოფელში, ლოგინად ჩავარდნილი ბებო, ძაღლებმა და ქათმებმა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ცხოველებთან დაკავშირებით, რანაირი ცუდი და კარგი ამბავი არ წამიკითხავს ხოლმე აქ და ერთი ამბავი აუცილებლად უნდა მოგიყვეთ, იმიტომ, რომ ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ბევრმა ხალხმა ვნახეთ და სტივენ კინგის მოთხრობას გავს )))

რამდენიმე წლის წინ, დაგვირეკა ადამიანმა და გვითხრა, რომ მთაში, ხალხისგან თითქმის დაცლილი სოფლისგან კიდევ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, მოხუცი ქალია დარჩენილი მარტო. მე არ შემიძლია და იქნებ დაეხმაროთო. ზამთარი იყო და მაშინვე წავედით მე, Levanი, სიკო და ლომა. იმხელა თოვლი დაგვხვდა, აი მართლა ძლივს ავაღწიეთ სახლამდე და ზღაპრებში რომ არის, ეგეთ ძველისძველ სახლში, დაგვხვდა, სანთელივით გალეული, საწოლში მწოლიარე მოხუცი ბებო. საწოლის თავთან, ალუმინის ჯამი ედგა ცოტა წყლით, რომელიც თვითონ აევსო, გასასვლელში დაგდებული რეზინის მილისგან. როგორ მოახერხა ეს, ვერც წარმოიდგენთ. იმიტომ, რომ ბოლო კვირაში ადგომაც ვეღარ შეძლო თურმე და ასე იწვა, ჭუჭყიან, ძველ საბანში გახვეული.

ლაპარაკი შეეძლო და გვითხრა რამდენიმე კვირაა ვწევარ და მარტო ვარო. ვერაფრით ვერ დავიჯერეთ, რომ იმხელა ზამთარში, ყინვას და შიმშილს, რამდენიმე კვირა კი არა, ორი დღე მაინც გაუძლო 85 წლის მოხუცმა ავადმყოფმა, რომელსაც, ბოლოს საწოლიდან გადმოსვლაც აღარ შეეძლო.

არც დაიჯერებთ რითი ცოცხლობდა ეს ქალი ამდენ ხანს.
ყოველ დღეს, ორი ქათამი შედიოდა ბებოს საბნის ქვეშ, ორ კვერცხს დებდნენ და იმ ორი კვერცხით იკვებებოდა.
საღამოს, გარედან მიდიოდა ოთხი ძაღლი, ზამთრის გრძელ ღამეებში, გარშემო უწვებოდნენ და ათბობდნენ, რომ არ გაყინულიყო.

აი გამოვშტერდით მართლა. ძაღლებმა და ქათმებმა, უეჭველ სიკვდილს გადაარჩინეს მოხუცი.
მაშინ ამ ამბის გადასაღებად, რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ჩამოვიდა, Nino. ამას წინათ გავიხსენეთ ეს ამბავი. იმ სახლის ეზოში რაღაცას ვიღებდით და ამ დროს ერთ-ერთმა ძაღლმა, პირდაპირ ბებოს საბნის ქვეშ იმშობიარა. წასაკითხად როგორია და სანახავად ხო წარმოგიდგენიათ.

ახლაც, გვინდა რომ თქვენც ჩვენთან გეამაყებოდეთ, რომ ჩვენ, ყველამ, ცხოველებმაც და ადამიანებმაც, ვისაც რა შეგვეძლო, ყველაფერი ვეცადეთ. თქვენ გვირიცხავდით, Gio -მ, ოთახი გაურემონტა, სიკომ შეშა დაუჩეხა, Marika -მ ცხელი წვნიანი გაუკეთა და დარჩენილ დღეებში, ყველაფერი ჰქონდა რაც სჭირდებოდა. ამის შემდეგ, წელიწადნახევარი იცოცხლა ბებომ და თან წაიღო ძვირფასი იმედი, რამდენი არსება ჩაერთო, მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის .

თუ თვითონ არ გინახავთ და გაგიგიათ, გუგლში მოძებნეთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლე აქვთ გადარჩენილი ცხოველებს. რამდენი ცხოველის ძეგლი დგას მსოფლიოში, ადამიანების წინაშე ჩადენილი გმირობითვის. და ამას მაინცდამაინც საკუთარი თვალით ნახვა არ სჭირდება, რომ, ადამიანი რომ ხარ და ამხელა ტვინი მოგცა ღმერთმა, ცხოველების ტანჯვა-წვალებისთვის არ უნდა გამოიყენო.

ცხოველები, ბუნების სრულუფლებიანი შვილები არიან და როგორც მოექცევით, ზუსტად ისე მოგექცევიან.როგორც ენდი ანდერსონი იტყოდა – “ნუ გეშინია ლუი, უბრალო ძაღლია. ადამიანი კი არაა, უმიზეზოდ გეცეს”  ფოტოზე კი “ბოლტო”-ს ძეგლია ცენტრალ პარკში, რომელსაც აღწერა არ სჭირდება”, – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved