იაპონიის ქალაქ ნარაში იაპონიის ყოფილ პრემიერ მინისტრს სინძო აბეს უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ქვეყნის პრემიერ მინისტრის ფუმიო კისიდას განცხადებით, მისი მდგომარეობა უმძიმესია. ამის შესახებ BBC იტყობინება.

თავდამსხმელმა ყოფილ პრემიერს, ქალაქ ნარაში სიტყვით გამოსვლის დროს, ორჯერ ესროლა ზურგში.
იაპონიის ახლანდელმა პრემიერმა კასიდამ დაგეგმილი ღონისძიებები შეწყვიტა და ქვეყნის ყველა მინისტრს ტოკიოში უხმო. მისი განცხადებით, ყოფილი პრემიერმინისტრის მდგომარეობა უმძიმესია.
ადგილობრივი მედიის, ტელეკომპანია NHK-ის ინფორმაციით, ჰოსპიტალში გადაყვანილი სინძო აბე კრიტიკულ მდგომარეობაშია. მას გულის გაჩერება დაუფიქსირდა და შესაძლოა, გადარჩენა ვერ მოხერხდეს. ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია, ცოცხალია თუ არა იაპონიის ყოფილი პრეზიდენტი, არ ვრცელდება.
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები