• რეკლამა
  • კონტაქტი
10:14, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის საქართველოში ოლიგარქი ? – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:57 07-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
437

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრავიდეოსთან” ამბობს:

“დღეს გაგრძელდა კამათი იმაზე, ვინ არის ოლიგარქი. მოგეხსენებათ ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ერთ–ერთი არის დეოლიგარქიზაცია და აქედან გამომდინარე, ეს საკითხი იქცა შიდა პოლიტიკური დაპირისპირების კიდევე ერთ თემად. როგორც მიღებულია მხარეები ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს.

დეოლიგარქიზაციის პროცესის პერსონიფიცირება არ არის სწორი –უნდა შევთანხმდეთ პრინციპზე, ვინ შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქად – ძალიან მარტივია და საღი ლოგიკაც მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოებრივ პრობლემად მდიდარი ადამიანი იქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ზემოქმედებს ხელისუფლებაზე, აკონტროლებს ხელისუფლებას და ამის სანაცვლოდ ის იღებს მატერიალურ სიკეთეს – ტენდერებში იგებს, ხელისუფლების შესაბამის კომისიაზე აქვს კონტროლი, ისეთ ეკონომიკურ საქმიანობაში სადაც ხელისუფლება მონაწილეობს ან აუქციონის, ან ლიცენზიების სახით, მას აქვს ბერკეტები, კონკურენტულ ბრძოლაში სხვებთან მიაღწიოს წარმატებას, იშოვოს ფული და ამ ფულის გარკვეული ნაწილი ჩაასხას ისევ იმაში, რომ თავისი გავლენა გაზარდოს.

ოლიგარქად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც აქვს ხელისუფლებასთან ამ ტიპის ინტეგრირებული, ორმხრივი ურთიერთობები.

არგუმენტები რაც მოჰყავთ, კობახიძემ ისაუბრა, რომ ოპოზიციაში უნდა მოვიკითხოთ ოლიგარქები, ეს არის სრული აბსურდი, ოპოზიციასთან დაკავშირებულ ძალიან მდიდარ ადამიანებსაც კი არა აქვთ არანაირი ბერკეტი, რომ ხელისუფლებასთან ინტეგრირებული, უკანონო ურთიერთობების სისტემები შექმნას, შეიძლება დღეს ოპოზიციაში მყოფი და გუშინდელ ხელისუფლებასთან ინტეგრირებული ადამიანები მაშინ იყვნენ ოლიგარქები, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი აბსურდია.

ოლიგარქად დღეს შეიძლება მოვიხსენიოთ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც თანამშრომლოობენ კანონს მიღმა ხელისუფლებასთან, ასე იღებენ მატერიალურ სიკეთეს და შემდგომში მმართველი პარტიის სალაროსთან რიგში დგებიან – ამის უამრავი პრეცედენტი შეიძლება ვნახოთ. ფულის მოცულობა აქ მნიშვნელობა არა აქვს, აქ არის საუბარი ურთიერთობის მოდულზე, როდესაც ვსაუბრობთ დეოლიგარქიზაციაზე, უნდა მოვახდინოთ დისტანცირება ეკონომიკურ, ბიზნეს აქტივობასა და პოლიტიკურ აქტივობას შორის. ამ საკითხის პერსონიფიცირება, ივანიშვილია, თუ ხაზარაძე – ეს აბსურდია. ვინც ამ ძირითად პრინციპებს არღვევს – ის არის ოლიგარქი. ასეთები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ხელისუფლებაში.

არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი – ეს უნდა დადგინდეს შესაბამის კანონით. შეიძლება ბიძინა ივანიშვილი არ იყოს და ვიღაც სხვა აღმოჩნდეს, ვიღაც, რომელიც ხელისუფლებასთან დაკავშირებულია, უპირატესობას იღებს ტენდერებში, აუქციონებში, სახელმწიფო კონტრაქტებს იღებს არაკეთილსინდისიერად.

ყველა ხელისუფლებას ეყოლება ოლიგარქები, თუ ეს სისტემა არ დარეგულირდა.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved