• რეკლამა
  • კონტაქტი
20:43, სამშაბათი, 7 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბატონო პრემიერო, ეგზეკუცია ჩაატარეს დღეს ქიზიყში… დედას სტრესისგან ჰიპერტონული კრიზი დაემართა” – მოქალაქის წერილი

ალია ავტორი - ალია
19:45 07-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,010

მოქალაქე სიღნაღის რაიონიდან, ალექსანდრე ღლიღვაშვილი, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს:

“ღია წერილი საქართველოს პრემიერ- მინისტრს ბატონ Irakli Garibashvili ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილს

ბატონო პრემიერ-მინისტრო და ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ!

ძალიან მინდა ის, რასაც ახლა მე თქვენ მოგიყვებით, “მოყვარეს პირში უძრახეს..“ პრინციპიდან გამომდინარე მიიღოთ, რადგანაც არავისზე ნაკლებად არ მიყვარს საქართველო და არავისზე ნაკლებად არ შემტკივა გული მის დღევანდელ მდგომარეობაზე. ყოველთვის მიხარია და მივესალმები ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯებს და ასევე მწარედ განვიცდი არასწორ, არამართებულ და ზოგიერთი სახელმწიფო სტრუქტურის მიერ უცხოეთიდან გაუაზრებლად გადმოღებულ ქართულ რეალობასთან გზასაცდენილ პროექტებს და მათ სავალალო შედეგებს.

დამერწმუნეთ, გულწრფელად მტკენს გულს ის უსამართლობა და აღვირახსნილობა, რასაც ბოლო წლებია ადგილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სამსახურის მიერ მცირე ფარმაცევტული დაწესებულებების-აფთიაქების-მიმართ წარმოებულ ქმედებებში. იმის მაგიერ, რომ სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა ხელი შეუწყოს მცირე ბიზნესის განვითარებას, ხალხის დასაქმებასა და მათთვის მინიმალური საარსებო პირობების შექმნას, აგერ უკვე წლებია ეს ორგანოები “გზირის“ როლს ასრულებენ და, არ მომერიდება ამის თქმა, ყაჩაღურად, მიპარვით, მოტყუებით ესხმიან თავს მცირე აფთიაქებს და ატერორებენ მათ. მსგავსი ტერორის მსხვერპლი ხშირად გამხდარა ქალაქების და სოფლების აფთიაქები.

ბოლო 10 წელია მეც რამდენჯერმე „გონივრულად დამსაჯეს“. სამინისტროდან გამოგზავნილი დამსჯელი რაზმი, რომელშიც 2-3 გაურკვეველი განათლებისა და კომპეტენციის პირია, ხელაღებით, თვალის დაუხამხამებლად წერს 500-2000 ლარის ოდენობის ჯარიმის ოქმებს მათ მიერ“ დაფიქსირებულ კანონდარღვევებზე“. როგორ გგონიათ, ეს პატარა აფთიაქები რამდენს ვაჭრობენ და მოგება რამდენი აქვთ?..

ერთ-ერთი ასეთი ეგზეკუცია დღეს ჩაატარეს ქიზიყში. ურცხვად, უსინდისოდ მიადგნენ სიღნაღის რაიონის ს. ნუკრიანში მდებარე სხვა აფთიაქებთან ერთად ჩემს აფთიაქს, რომელიც დაკეტილი იყო და არ მუშაობდა. 77 წლის ინვალიდი, ყავარჯნებით მოსიარულე დედა მოტყუებით გამოიყვანეს სახლიდან, ვითომდა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, მანქანაში მწოლიარე, მათი მეგობრის სასწრაფოდ დასახმარებლად საჭირო მედიკამენტის მისაცემად (თან ისეთი მოხერხებულობით გაუთამაშებიათ ეს ყველაფერი, რომ ეჭვი გამიჩნდა ჯანდაცვის სამინისტრომ თეატრალური ინსტიტუტის ფუნქციები ხომ არ შეითავსა და მსახიობის ოსტატობაში გასავარჯიშებლად სპეც.კურსები ხომ არ გახსნა მეთქი).

რომელი ჭკუათმყოფელი და სინდისის მატარებელი ადამიანი ეტყვის უარს ამ დროს გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს?.. მისცა დედაჩემმაც მოთხოვნილი პრეპარატი და … მოტრიალდნენ ეს ჩვენი პროფესიონალები და სამინისტროდან ვართ და ასე და ასე, ოქმი უნდა დაგიწეროთო(?). ნამდვილად არ მექნებოდა ასეთი რეაქცია ამ ფაქტზე ეს ეპიზოდი რომ არ ყოფილიყო მთელ ამ სპექტაკლში. ასეთი ნამუსგარეცხილობა და მაიმუნობა ვერ ავიტანე! ვერასოდეს ვერ გავატარებ ამ სისაძაგლეს რეაგირების გარეშე.! ეს არის ქვეყნის სირცხვილი; სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ტაკიმასხარაობა და მეტი არაფერი!..დედამ მძიმე სტრესი მიიღო და ახლა ძალიან ცუდ დღეშია. ჰიპერტონული კრიზი დაემართა მოხუცს. ძლივს გამოიყვანეს მდგომარეობიდან. აი, ამათი ნამუშევარი…

მე პროფესიით ვარ ექიმი. 25 წელია პატიოსნად ვემსახურები ხალხს და ჩემს პროფესიას. დამერწმუნება მთელი ჩემი სოფელი, რომ საჭიროების შემთხვევაში უანგაროდ ვუწევ მათ სამედიცინო დახმარებას. რამდენი წამალი გამიტანია იცით გაჭირვებულებისთვის აფთიაქიდან?.. 2 წლის განმავლობაში 1114 კოვიდპაციენტს გავუწიე სამედიცინო მეთვალყურეობა და დავეხმარე გამოჯანმრთელებაში. ღვთის ნებით, არცერთი ფატალური შედეგი არ მქონია. რას ნიშნავს ეს, ბატონებო? ერთგულად, პატიოსნად ვემსახურები ქვეყანას, სახელმწიფოს, ჯანდაცვის სფეროს და უცებ, საიდანღაც მოგეპარება ბოროტი განზრახვით ჩასაფრებული ჯანდაცვის ვაი მუშაკი და ასეთ მუხანათურ საქმეს გაგიკეთებს! ბარაქალა ჩვენს სამინისტროს! ამ სადამსჯელო უღირსი საქციელებით თუ აპირებენ სამედიცინო სისტემაში რეფორმების გატარებას, პირდაპირ გეტყვით, არაფერი გამოუვათ და სულ დაღუპავენ სისტემას. ჩემნაირებზე ნადირობას, ჯობია რეალური რეფორმები გაატარონ, რომ ავადმყოფებმა დროზე, უკანასკნელი სარჩო -საბადებლისა და სახლის გაუყიდავად მიიღონ საჭირო ქირურგიული თუ სხვა სახის მომსახურება და ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში არ ამყოფონ ხალხი.

ბოლო 10 წლის განმავლობაში 75-80%-ით შემცირდა პატარა აფთიაქების რაოდენობა საქართველოში. ცხადია, რატომაც. 2000 ლარიან ჯარიმას ყოველ წელს და ზოგჯერ, წელიწადში რამდენჯერმე,ვერ აიტანს მცირე ბიუჯეტიანი ბიზნესი. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ თუნდაც 10-15 წლის უკან მედიკამენტების ფასი გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე დღესაა. მაშინ კონკურენცია უფრო მაღალი გახლდათ და ასე თუ ისე, ფარმაცევტულ ბაზარზე რეგულირდებოდა ფარმაცევტული პროდუქციის ფასები. დღეს ეს „ხელისშემშლელი ბარიერი“ მავანთა ქმედებებით მოხსნილია და გიგანტი ფარმაკოკომპანიები, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თვითონ არეგულირებენ ფასებს.

იმედი მაქვს სწორ შეფასებას მისცემთ ჩემს მონაყოლს. ქვეყნისთვის კარგს არაფერს მოიტანს ეს არასწორი ღონისძიებები. აშკარად უნდა შეიცვალოს ჯანდაცვის პოლიტიკა (არამარტო ამ მიმართულებით). დაიცალა საქართველო ისედაც ქართველებით და ნუ მივცემთ მტერს საშუალებას აისრულოს წადილი. მე და ჩემნაირები არ ვაპირებთ ქვეყნის დატოვებას.

პატივისცემითა და კეთილი სურვილებით,

ალექსანდრე ღლიღვაშვილი, სიღნაღის რაიონი,ს. ნუკრიანი”

 

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიკახეთიქიზიყიშალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved