• რეკლამა
  • კონტაქტი
21:03, ხუთშაბათი, 20 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივლისის ასტროლოგიური მოვლენები – რომელია თვის მნიშვნელოვანი და საფრთხილო დღეები გველოდება

ალია ავტორი - ალია
10:19 07-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

მზე ახლა კირჩხი­ბის ნი­შან­შია; 22 ივ­ლისს ლომ­ში გა­და­ვა. კირჩხი­ბი არის სამ­შობ­ლოს, ოჯა­ხის, ნა­თე­სა­ვე­ბის სიმ­ბო­ლო, ჩვე­ნი ემო­ცი­ე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ჩვე­ნი კვე­ბა. ეს სა­უ­კე­თე­სო დროა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბი, სა­ო­ჯა­ხო სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად ნა­თე­სა­ვებ­თან. 29-ში ახალმთვა­რე­ო­ბა გვქონ­და და 13 ივ­ლი­სამ­დე, სავ­სემ­თავ­რე­ო­ბამ­დე კარ­გი პე­რი­ო­დია ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­სა­წყე­ბად, მაგ­რამ უმ­ნიშ­ვნე­ლო თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბის დრო­საც კი მაქ­სი­მა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ.

2 ივ­ლისს მარ­სი და პლუ­ტო­ნი ცუ­დად უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ორი­ვე აგ­რე­სი­უ­ლი პლა­ნე­ტაა. მარ­სი ომის პლა­ნე­ტაა, პლუ­ტო­ნი – ტრანსფორ­მა­ცი­ის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის. ეს არის რთუ­ლი, და­მან­გრე­ვე­ლი ას­პექ­ტი და მისი გავ­ლე­ნა იგ­რძნო­ბა დღე­საც და აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა 9 ივ­ლი­სამ­დე. გახ­შირ­დე­ბა აგ­რე­სი­უ­ლო­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­ში. ბრძო­ლა ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის, რე­სურ­სე­ბის­თვის, ფი­ნან­სე­ბის­თვის. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და 2022 წლის თე­ბერ­ვლის ბო­ლოს მარ­ტის და­სა­წყის­ში (ზუს­ტი ას­პექ­ტი იყო 3 მარტს), მა­შინ მარ­სი და პლუ­ტო­ნი შე­ერ­თდნენ, მაგ­რამ მათ აგ­რე­სი­ას ცო­ტა­თი არ­ბი­ლებ­და ვე­ნე­რა. საფრ­თხი­ლო ისაა, რომ მარ­სი-პლუ­ტო­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა 2-წლი­ა­ნია (2022 წლის 3 მარტს და­ი­წყო) და ასე­თი რთუ­ლი დღე­ე­ბი გვე­ლის: 2023 წლის 21 მა­ისს, 9 ოქ­ტომ­ბერს და 2024 წლის 14 თე­ბერ­ვალს.

5 ივ­ლისს მარ­სი კუ­რო­ში გა­და­დის 20 აგ­ვის­ტომ­დე. მა­ნამ­დე მარ­სი ვერ­ძში იყო, სა­დაც აგ­რე­სი­უ­ლად ავ­ლენ­და თა­ვის აგ­რე­სი­ას. კუ­რო­ში უფრო და­დინჯდე­ბა და საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ამას­თან, მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სი­ჯი­უ­ტე, პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა; შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა გა­ჯან­ჯლ­დეს. ამას­თან, თუ ადა­მი­ა­ნი გა­და­წყვეტს რა­მის გა­კე­თე­ბას, სა­სურ­ველს მი­აღ­წევს. მო­ტი­ვა­ცია უნდა ჰქონ­დეს, ძი­რით­დად მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, რომ რამე გა­ა­კე­თოს.

5 ივ­ლისს მერ­კუ­რი ეს­ტუმ­რე­ბა კირჩხიბს, სა­დაც დარ­ჩე­ბა 19 ივ­ლი­სამ­დე. 19-ში გა­და­ვა ლომ­ში (4 აგ­ვის­ტომ­დე). გახ­შირ­დე­ბა ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა, ბუ­ტი­ა­ო­ბა, ეცა­დეთ, თქვე­ნი ნათ­ქვა­მი ყვე­ლამ სწო­რად გა­ი­გოს და თა­ვა­დაც ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბად ისა­უბ­რეთ. მო­გინ­დე­ბათ სა­ო­ჯა­ხო და სა­ნა­თე­სა­ვო სა­კი­თხებ­ში გარ­კვე­ვა, ის­ტო­რი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­ძი­ე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნა; აღად­გი­ნოთ ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნა­წყე­ნე­ბულ ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან. ყუ­რა­დღე­ბით მო­აგ­ვა­რეთ სა­მი­წათ­მოქ­მე­დო და სა­მემ­კვიდ­რეო სა­კი­თხე­ბი. 19 ივ­ლი­სი­დან გა­აქ­ტი­ურ­დით კონ­ტაქ­ტე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბეს­დებ­ლად. სა­კუ­თა­რი ბრენ­დის გა­სა­პი­ა­რებ­ლად. და­გე­ბა­დე­ბათ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ ახალ შე­მოქ­მე­დე­ბით იდე­ებს. გახ­შირ­დე­ბა კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბის სურ­ვი­ლი. წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ თუ ხართ პი­ა­რის, ხე­ლოვ­ნე­ბის, პე­და­გო­გი­კის სფე­რო­ში.

13 ივ­ლისს წლის სუ­პერ­სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, 22-ე გრა­დუს­ში, 22:37-ზე. სუ­პერ­სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ნიშ­ნავს, რომ მთვა­რე იქ­ნე­ბა ჩვე­ულ ზო­მა­ზე დიდი და კაშ­კა­შა, რად­გან მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლია დე­და­მი­წას­თან. ამ დღეს უც­ნა­უ­რო­ბებს, გა­ნახ­ლე­ბებს ექ­ნე­ბა ად­გი­ლი. იყა­ვით ფრთხი­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას. გა­მო­ავ­ლი­ნეთ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის, ქმე­დე­ბი­სად­მი. მაგ­რამ ამ სა­ინ­ტე­რე­სო სუ­პერ­სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზებთ სტა­ტი­ას ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზით.

18 ივ­ლისს სი­ლა­მა­ზი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა გა­და­ვა კირჩხიბ­ში (11 აგ­ვის­ტომ­დე). 18-მდე იო­ლად გა­ა­ბამთ ნაც­ნო­ბო­ბას, ფლირ­ტი­სა და რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის გან­წყო­ბა­ზე იქ­ნე­ბით. მსუ­ბუქ ურ­თი­ერ­თო­ბებს მი­ა­ნი­ჭებთ ურ­თი­ერ­თო­ბას. 18-დან მო­ი­მა­ტებს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჭირ­ვე­უ­ლო­ბა, ბუ­ტი­ა­ო­ბა, მგრძნო­ბე­ლო­ბა. მო­გინ­დე­ბათ მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა შინ, ოჯა­ხის წევ­რე­ბის გვერ­დით, ში­ნა­უ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბის მო­წყო­ბა.

19 ივ­ლისს ქი­რო­ნი რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში იქ­ნე­ბა ვერ­ძის ნი­შან­ში (2022 წლის 23 დე­კემ­ბრამ­დე). მი­უბ­რუნ­დით ძველ სა­კი­თხებს და შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვოთ; მი­აგ­ნოთ სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებს, გა­მოჩ­ნდეს დახ­მა­რე­ბა, რო­მელ­საც არც ელო­დით.

20 ივ­ლისს მზე და პლუ­ტო­ნი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს (ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რია 10-30 ივ­ლი­სის შუ­ა­ლედ­ში). ასე­თი ას­პექ­ტი წე­ლი­წად­ში ერთხელ გვაქვს, მაგ­რამ საკ­მა­რი­სად რთუ­ლია. მე­ო­რე დღეს, მზე-პლუ­ტო­ნის და­პი­რის­პი­რე­ბას მთვა­რეც შე­უ­ერ­თდე­ბა, ემო­ცი­უ­რო­ბა მო­ი­მა­ტებს. იყა­ვით ფრთხი­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, იმა­ტებს ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გია. გახ­შირ­დე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა, დიდი ენერ­გი­ის გა­მოვ­ლე­ნა. მო­ე­რი­დეთ ხალ­ხის მა­სებს, უც­ნობ, უსი­ა­მოვ­ნო ად­გი­ლებ­ში ყოფ­ნას.

22 ივ­ლისს მზე გა­და­ვა თა­ვის ნი­შან­ში – ლომ­ში, სა­დაც დარ­ჩე­ბა 23 აგ­ვის­ტომ­დე. მო­ი­მა­ტებთ თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა, მხი­ა­რუ­ლე­ბი­სა და გარ­თო­ბის, აგ­რეთ­ვე ლი­დე­რო­ბის­თვის ბრძო­ლის სურ­ვი­ლი. გა­მო­ნა­ხეთ დრო შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის, მო­სინ­ჯეთ თქვე­ნი თავი კულ­ტუ­რის სხვა­დას­ხვა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გა­ერ­თეთ და იმ­ხი­ა­რუ­ლეთ ბავ­შვებ­თან ერ­თად. მი­ე­ცით სა­კუ­თარ თავს სი­ლა­ღის, გარ­თო­ბის, რო­მან­ტი­კის, სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა. არ გირ­ჩევთ ეგო­ის­ტუ­რო­ბას, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას.

28 ივ­ლისს ვე­ლო­დე­ბით ახალმთვა­რე­ო­ბას ლომ­ში. ეს არის ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბის პე­რი­ო­დი, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყა­ვით, წინა დღეს, 27-ში მარ­სი და მერ­კუ­რი უპი­რის­პირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს. ფრთხი­ლად სა­ჭეს­თან, კო­მუ­ნი­კა­ცი­ას­თან, შე­კა­მა­თე­ბას ხელ­ჩარ­თულ ბრძო­ლა­ში ნუ გა­დაზ­რდით. მომ­დევ­ნე დღეს კი რამ­დე­ნი­მე და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტი გვე­ლის. იყა­ვით ფრთხი­ლი ელექტრო­ნივ­თებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, მო­მა­ტე­ბუ­ლია ავა­რი­უ­ლო­ბა. გახ­შირ­დე­ბა შე­ფერ­ხე­ბა, სირ­თუ­ლე­ე­ბი. მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას ასა­კით, თა­ნამ­დე­ბო­ბით უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან. მი­მარ­თეთ თქვე­ნი ენერ­გია კე­თილ საქ­მე­ებ­ზე. შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იც­ვა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი და მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად უნდა შეძ­ლოთ ახალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ადაპ­ტა­ცია. ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე და­წყე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ზეც იქო­ნი­ებს.

წყარო: ambebi.ge

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება
ახალი ამბები

თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება

14:57 11-20-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ

11:50 11-20-2025
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი

17:09 11-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved