• რეკლამა
  • კონტაქტი
16:05, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არ ვერიდები მკვახე გამოთქმებს! არ მაინტერესებს, არც ხალხის მხარდაჭერა და არც ის, ვინ რას იტყვის ჩვენზე, ამიტომ, პირდაპირ ვიტყვი“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
19:23 07-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
441

ლევან ჯავახიშვილი 

„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი და ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

 

– ბატონო სოსო, ხელისუფლება გამოვიდა ინიციატივით,რომ ევროკომისიამ  რომელი 12 პუნქტიც დაგვითქვა, 6 თვეში შეასრულეთ და განვიხილავთ  საქართველოს ევროკანდიდატობის საკითხსო, ჩვენ შევასრულებთ ამ 12 პუნქტს, შესაბამის კომისიებს შევქმნით და ისეო. თავისთავად,ამ კომისიებში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ. თუ რაიმეს შესრულება უნდოდათ, იმ 12-დან აქამდე ერთი პუნქტი მაინც არ უნდა შეესრულებინათ ამ 10 წელიწადში?

– მე მგონი, მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას არც იმის პროგნოზირების უნარი და  არც  დონე ჰყოფნის, რომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინოს. უთხრას, კი, ბატონო, მოდით, დავჯდეთ და ვიმსჯელოთ. იქ დაუმტკიცოს ხელისუფლებას,რომ მთავრობის დღევანდელი კურსით ის 12 პუნქტი ვერ შესრულდება. ამას გაურბის ოპოზიცია და ძალიან ცდება. მე მომხრე ვარ კამათის, დისკუსიის, აზრებისა და იდეების შეჯიბრისა. ჩემი აზრით, ოპოზიცია  უნდა დაბრუნდეს პარლამენტში და ამ კომისიებში შევიდნენ. იქ გამოჩნდება, მართლა უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება. ეს თუ ბლეფია ხელისუფლების მხრიდან, ეს მერე გამოჩნდება და ოპოზიცია ხალხს დაანახებს, რომ ეს ბლეფი იყო და ხელისუფლებას დროს გაჰყავდა საქმის კეთების ნაცვლად, არც აპირებდა ამ რეკომენდაციების შესრულებას.  თუ არ შევლენ  ოპოზიციის  წარმომადგენლები კომისიებში, პარლამენტში თუ არ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან“, მერე გამოვლენ ხელისუფლების ლიდერები და იტყვიან, ჩვენ გვინდოდა, რომ შეგვესრულებინა ეს პუნქტები მაგრამ ამის საშუალება არ მოგვცა ოპოზიციამო. თანაც,  პირველ პუნქტად იმ რეკომენდაციებში სწერია პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოლარიზაციის დასრულება, დაპირისპირების დასრულება და გამოვა, რომ  ხელისუფლებას სურდა პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, ოპოზიციასთან თანამშრომლობა და ოპოზიცია ამას არ დათანხმდა.

– ქვეყანაში იმდენი სოციალური პრობლემაა, ნორმალური პროფკავშირები რომ გვყავდეს, ამ ხელისუფლებას ერთ თვეში არ დაამთავრებდა ხალხთან ერთად?

– რასაკვირველია, ეგრე მოხდებოდა. სამწუხაროდ, პროფკავშირულმა მოძრაობამ ვერ მოიკიდა ფეხი საქართველოში. ერთ ხანს ხელისუფლების დანამატი იყო- შევარდნაძის დროს პროფკავშირების თავმჯდომარე მთავრობის სხდომებს ესწრებოდა. ყველა ხელისუფლების დროს, პროფკავშირებისა და ხელისუფლების ალიანსის ფაქტები გამოიკვეთა, გასაჯაროვდა.  ხალხი აღარ ენდობა პროფკავშირებს. მხოლოდ რამდენიმე  დარგში არსებობს ნორმალური პროფესიული კავშირები, რომლებიც ხალხს გვერდით უდგანან, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიან. ჩვენთან ნორმალური პროფკავშირები რომ იყოს, გეთანხმები, ამ ხელისუფლებას მალე დაასრულებდნენ. გაფიცვები წალეკავდა ქვეყანას და წასვლის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩებოდათ.

– პროფკავშირები საზოგადოებრივი გაერთიანებაა და რაკი პროფკავშირები არ გვივარგა, საზოგადოების ბრალია. ხალხს მონურ და  შურაცხმყოფელ  პირობებში  ამუშავებენ,  ასეთივე ანაზღაურებით და ხმას არ იღებენ. რაც საზოგადოებაა, ისიც პროფკავშირები გვყავს. ასეა?

– პოლიტიკოსი არ ვარ და არ ვერიდები მკვახე გამოთქმებს. არ მაინტერესებს, არც ხალხის მხარდაჭერა და არც ის, ვინ რას იტყვის ჩვენზე. ამიტომ, პირდაპირ ვიტყვი-ჩვენ საზოგადოება არ გვყავს. ჩვენთან საზოგადოება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ყველა არჩევნებზე იქცევა ბრბოდ. ხალხი სადაც ბრბოდ იქცევა, იქ საზოგადოების ადგილი არ არის. ხალხი, რომელიც პრეზიდენტებს ირჩევს 90%-ით, მერე მათ კლავს, ამხობს და ათას უბედურებას მართებს, ეს ხალხი ბრბოა. თან ერთმანეთის მიმართ ბოღმით, ზიზღით  გაჟღენთილი ბრბოა.ეს უკვე კატასტროფაა. ვიდრე ეს  ხალხი საზოგადოებად არ იქცევა, მანამდე არაფერი გვეშველება.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved