• რეკლამა
  • კონტაქტი
01:02, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სწორი გადაწყვეტილება იქნება ინდივიდუალურად თუ აღვადგენთ დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულებას – ივანე ჩხაიძე

ალია ავტორი - ალია
11:06 07-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
157

„ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ ჩვენ ინდივიდუალურად აღვადგენთ დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობას,“ – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში გაგვიორმაგდა შემთხვევები, თუმცა თუ გადავხედავთ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის მონაცემებს ივნისის ბოლოს, მაისის ბოლოსთან შედარებით შემთხვევები 5-6-ჯერ არის გაზრდილი.

ეს არის ის ტენდენცია, რომელიც პროგნოზირებადი იყო. კითხვა რა შეიძლება იდგეს ამის უკან, არ არის ერთმნიშვნელოვნად პასუხგასაცემი, მაგრამ ლოგიკური მოსაზრებები არსებობს. პირველ რიგში ეს არის ზაფხულის პერიოდში უფრო მეტი კომუნიკაცია, მობილობის ზრდა, უფრო მეტი კონტაქტი, მათ შორის დახურულ სივრცეში.

არ გვაქვს ქვეყანაში ნიღბის ტარების ვალდებულება დახურულ სივრცეში, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამ თვალსაზრისით რისკები მართლად სერიოზულია. პლუს ამას დავუმატოთ შემოსული ტურისტების ზრდა, ჯამში ეს გვაძლევს უფრო მეტ კონტაქტს, რაც შეიძლება იყოს შემთხვევათა მატების ერთ-ერთი მიზეზი“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

მისივე თქმით, ომიკრონის ქვემუტაციის შეძენილი იმუნიტეტი ხანგრძლივი არ არის.

„მნიშვნელოვანია, როცა აცრაზე ან გადატანილი დაავადების შემდეგ შეძენილ იმუნიტეტზე ვსაუბრობთ, აქ ამ იმუნიტეტის ხანგრძლივობა სამწუხაროდ არ არის ხანგრძლივი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ გადატანილ დაავადებაზე, მისი დაცვითი შესაძლებლობები 4-6 თვის განმავლობაში გრძელდება, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ვაქცინაციაზე, ცოტა უფრო ხანგრძლივია 6-8 თვის განმავლობაში.

კიდევ ერთი ფაქტორი, ეს გახლავთ მოცირკულე ვარიანტებია. საქართველოში პანდემიის მე-6 ტალღა ეს იყო BA.1 და 2, კორონავირუსის ომიკრონის მუტაციის ქვევარიანტები, ახლა უფრო მეტად ცირკულირებს მე-4 და მე-5 ქვევარიანტი, მათ შორის გამორჩეულია BA. 5. მისი გავრცელების სიიოლე აღემატება ომიკრონის პირველ, მეორე ქვემუტაციებს. შესაბამისად, დღეს ქვეყანაში გვაქვს ყველაზე იოლად გადამდები ვარიანტი, ჯამში ეს მიზეზები განაპირობებს ინფიცირების შემთხვევების ზრდას.

ქვეყანაში ზაფხულში ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურება იგეგმება და ამის შემადგენელი ნაწილია სწორედ მოსახლეობის ინფორმირება, ადგილზე ჩასვლა, ინდივიდუალური შეხვედრები სოფლებში, რაიონებში… დიახ, ჯერჯერობით მატების ტემპი 2-3 ჯერ არის გაზრდილი, ვიდრე გვქონდა 2-3 კვირის წინ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაქსიმუმია . მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი შემდეგი კვირების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

ორი მარტივი გამოსავალი გვაქვს და ამ გამოსავალზე ხშირად ვსაუბრობთ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ ჩვენ ინდივიდუალურად აღვადგენთ დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობას, ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადაიდგას, ვინაიდან სწორედ დახურული სივრცე არის კორონავირუსის ამ მუტაციის გადაცემის ერთ-ერთი აქტიური ნაწილი.

მეორე – მილიონ ადამიანს, რომელსაც გაკეთებული აქვს კორონავირუსის ორი დოზა ,როგორმე დავარწმუნოთ, რომ ერთი დამატებითი ბუსტერ დოზა იქნება მათთვის გამოსავალი, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მაღალ იმუნიტეტს და შესაძლებლობას მოგვცემს მომდევნო 6 თვის განმავლობაში ვისაუბროთ ინფიცირების რისკების შემცირებაზე“, – დასძინა ჩხაიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved