• რეკლამა
  • კონტაქტი
13:17, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ესვრიან ამ ბავშვებს, დაარბევენ…“ – – რა სცენარზე საუბრობს „ალიასთან“ ვალერი გელბახიანი?

ალია ავტორი - ალია
22:03 06-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
893

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, ქართველი პოლიტიკოსებიდან და ექსპერტებიდან, ერთ-ერთი გამონაკლისი იყავით, რომელიც არ გამორიცხავდა ამ  ხელისუფლების შეცვლას სახალხო აჯანყების გზით. ეს  ვარაუდი ორჯერ გამოთქვით ჩემთან ინტერვიუში. 20 და 24 ივნისს, რუსთაველზე პოლიტიკოსების გარეშე გამართულ სახალხო აქციებზე იყო ამის ნიშნები?

– რა არის, იცი? ხელისუფლება, მორალური თვალსაზრისით, დიდი ხანია შეცვლილი უნდა იყოს. ამის მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ ჰქონდეთ, დღეს სხვა ხელისუფლება უნდა გვყავდეს. ესენი არათუ მორალისტები არიან, ჩემი აზრით, კარგა ხანია, დიდ დანაშაულებებს ჩადის ის ხალხი, ვინც მთავრობაშია. იპარავენ ფულს და უკანონობას იკანონებენ. აქამდე უნდა გადამდგარიყვნენ, მაგრამ უკვე იმხელა ჭაობში  არიან, ამ საკითხზე საუბარი სასაცილოც არის მათთვის. „გადადექი ახლა შენ, რომ ევროპაში ვერ შეგვიყვანე!“-სასაცილოდ არ ჰყოფნით ეს ამბავი, მაშინ, როდესაც მთელი ქვეყანა ითხოვს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ გაგებით, დიდი ხანია ხელისუფლება  გადასცდა მორალურ ფარგლებს, დაკარგა ლეგიტიმაცია და ჩემთვის ისინი აღარ არიან ხელისუფლებაში. რაც შეეხება იმას, წავლენ თუ არა, ეს უკვე ჩემი პროგნოზის მიღმაა.იმიტომ, რომ არათუ  ვადაზე ადრე არ წავლენ, რომ წააგონ არჩევნები, მაინც არ წავლენ.

– ანუ, სამოქალაქო დაპირისპირებამდე,  კონფრონტაციამდე მიიყვანენ საქმეს?

– კონსტრუქციულობის  ვერც სურვილი და ვერც ერთი ელემენტი ვერ დავინახე ხელისუფლების ქცევებში. თავად არიან დესტაბილიზაციისა და ესკალაციის წყარო.

– პრემიერ ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა მაგის კარგი დასტური იყო. ისე ლანძღა დეპუტატები, გეგონებოდა, ვიღაც ტიპი უბანში „ბლატაობსო“.

–  პრემიერ-მინისტრი როდესაც ასეთი ენით საუბრობს,იქ დასრულებულია სახელმწიფო. თავმოყვარე ერი და პარლამენტი ასე უმსგავსობას არ უნდა უშვებდეს. იგივეა პარლამენტი და რა გინდა, რომ ქნა?

– აქციის ორგანიზატორები ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ, მერე კი დროებითი ტექნიკური მთავრობის მიერ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აპირებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ეუბნებიან, დათმე ხელისუფლება და  წადიო.  დროებითი მთავრობა ახალ ცსკო-ს ჩაატარებინებს არჩევნებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგებზე ხელისუფლებას გავლენა არ ექნება, ვეღარ გააყალბებს არჩევნებს და წააგებს. წააგებენ და წავლენ. ასეა?

– კიდევ ვიმეორებ, არავითარ ულტიმატუმებს ესენი არ დათანხმდებიან, ყურადაც არ იღებენ. ესკალაცია არის გარდაუვალი!

– ესკალაცია რას მოჰყვება? იმ კონტრაქციას ხომ არა, რომლის ჩატარებასაც ხელისუფლების მხარდამჭერები ატარებენ 3 ივნისს საპროტესტო აქციის პარალელურად?

– არა, ესვრიან ამ ბავშვებს, დაარბევენ.

– გაიმეორებენ 2019 წლის 20 ივნისის „გავრილოვის ღამეს“?

– კი, მაგრამ დამთავრდება თუ არა ახალი 20 ივნისი ხელისუფლების გამარჯვებით, ანუ ხელისუფლების შენარჩუნებით, ეგ სხვა საქმეა. არა მგონია, ეგრე მოხდეს. 20 ივნისს იყო 15-20 ათასი კაცი, ჰა და ჰა, 30 ათასი. ხალხი ბევრი არ იყო და ეყო პოლიციის ძალები ხელისუფლებას პროტესტის შესაკავებლად. 100 ათას კაცს, რომელი პოლიცია გააკონტროლებს? ვინ გაბედავს სროლას? მარტო უკიდეგანო სულელი და ასეთი სულელები, საკუთარი თავის მტრები არა მგონია იყნენ შსს-ს თანამშრომლები. კაი, დააზიანე 10 000 კაცი, დანარჩენ 90 ათას კაცს რას უშვრები? ხომ წაგლეკეს და გადაგთელეს მერე.

– ძალის გამოყენება ერთია, მაგრამ ჯარს თუ გამოიყენებს ბიძინა ივანიშვილი, თუ დაინახა, რომ მის ძალაუფლებას ძირი ეცლება? არის მაგაზე წამსვლელი?

– არ წავიდა ძალადობაზე? ძალადობა არ იყო 20 ივნისს? პოლიციის სპეცრაზმები გამოიყენეს და ჯარი არ იყო? სპეცრაზმები პოლიციის საჯარისო დანაყოფები არიან, ფაქტიურად. ლეტალური ტყვიები გამოიყენეს, ხალხს თვალები დასთხარეს და ერთი ბავშვი იყო. ხელისუფლებამ მაშინ ის  ხალხი სასიკვდილოდ გაიმეტა და თუ  არავინ მოკვდა, ღმერთს უნდა ვუთხრათ მადლობა. ჩვენ რომ დაგვყვირიან ყოველდღე, 7 ნოემბერი და 26 მაისი მოაწყო წინა ხელისუფლებამო, ნაკლები ქნეს 20 ივნისს? იმ 7 ნოემბრისა და 26 მაისის საქმეებზე იმდროინდელი მაღალი თანამდებობის პირები დაიჭირეს, მათ შორის, მინისტრები. პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი და 7 ნოემბრის საქმეზე აქვს ბრალი  წაყენებული და თუ ამათ დასცალდათ, სასჯელსაც შეუფარდებენ. აი, ამ ხელისუფლებამ ერთი მაღალჩინოსანი მაინც დასაჯა 20 ივნისის საქმეზე? ერთი ორგანიზატორი მაინც ? არა, არც ერთი არ დაუსჯიათ. მიუხედავად იმისა,რომ დასავლეთი მუდმივად სთხოვს ამათ, გამოიძიეთ 20 ივნისის საქმე, კარგად არ გამოგიძიებიათ და დასაჯეთ დამნაშავე მაღალი თანამდებობის პირებიო, მაინც წაუყრუეს და ბოლომდე წაუყრუებენ. შესაბამისად, არათუ არიან გამკეთებლები, ხალხის მასა თუ არ იქნება მათთვის დამაფრთხობელი, შემაშინებელი, სასტიკად დაარბევენ აქციებს. ისე, კი ფიქრობენ, რომ შერჩათ, 20 ივნისი, მაგრამ არ შერჩებათ, მოვა დრო და მოეთხოვებათ პასუხი.

– ზოგი ამბობს, რომ  საპროტესტო აქციის ორგანიზატორები პოლიტიკოსები არ არიან, რაც ერთის მხრივ კარგია, მაგრამ მათ პოლიტიკური გამოცდილება არ აქვთ და ეს ცუდიაო. თქვენ რას ფიქრობთ?

– პირიქით, ძალიან კარგია, რომ ამ საპროტესტო მოძრაობის ორგანიზატორთა შორის არ არიან პოლიტიკოსები და როგორც ამბობენ, მათ არც არაფერს ეკითხებიან. 30 წელია დამყაყებულია ქართული პოლიტიკა და  ჭაობშია. ახლა ახალგაზრდა, სხვა თაობა მოდის. ამ თაობამ უნდა შესძლოს ის, რაც  ჩემმა თაობამ ვერ შესძლო, მათ შორის, მეც ვარ.“ქართული ოცნება“ რომ მოვიყვანეთ გრიალით, ეს ჩვენი „დამსახურებაა“.

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

Communal Hotels – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია
ახალი ამბები

Communal Hotels – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია

11:58 12-17-2025
რა ხდება მაშინ, როცა კარი იკეტება?– HR მენეჯერი შიდა პროცესებზე საუბრობს
ახალი ამბები

რა ხდება მაშინ, როცა კარი იკეტება?– HR მენეჯერი შიდა პროცესებზე საუბრობს

08:00 12-17-2025
თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved