• რეკლამა
  • კონტაქტი
20:26, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიუჟეტი არის მორიგი ფეიკი და ცილისწამება მიმართული ბატონი უჩა მამაცაშვილის მიმართ” – ადვოკატის განცხადება

ალია ავტორი - ალია
14:01 06-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
621

ადვოკატი ამირან გიგუაშვილი განცხადებას ავრცელებს, განცხადება გუშინ, 26 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი“-ს საინფორმაციო გამოშვებაში, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილზე გასულ სიუჟეტს ეხება :

„გუშინ, 26 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი“-ს საინფორმაციო გამოშვებაში, გავიდა სიუჟეტი, რომლითაც ჟურნალისტმა საზოგადოებას მიაწოდა მისი განცხადებით სენსაციური ინფორმაცია ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერის შესახებ.

სიუჟეტში, ჟურნალისტმა გამოთქვა მისი განცხადებით ინკოგნიტო წყაროს ვარაუდი, რომ ამ ტვირთის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი მფარველობს. გვსურს კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ ეს ცალმხრივი, ყოველგვარი ჟურნალისტური სტანდარტის და ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევით მომზადებული სიუჟეტი არის მორიგი ფეიკი და ცილისწამება მიმართული ბატონი უჩა მამაცაშვილის მიმართ.

არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, მტკიცებულება ან თუნდაც ირიბი დადასტურება, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი რაიმე სახით არის დაკავშირებული ამ ტვირთთან და ზოგადად საზღვაო გადაზიდვებთან. გვსურს მივმართოთ ყველა მედია საშუალებას, რომ სიუჟეტის მომზადებისას გადაამოწმონ ინფორმაცია კომპეტენტური წყაროს მეშვეობით, პირველ რიგში კი ჩვენთან, რისთვისაც მზად ვართ ნებისმიერ დროს მივაწოდოთ მათ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული საზოგადოების მიზანმიმართულად თუ უნებლიედ შეცდომაში შეყვანა“– განაცხადა ადვოკატმა.

თეგები: ამირან გიგუაშვილიმთავარი არხიუჩა მამაცაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved