• რეკლამა
  • კონტაქტი
04:49, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველასთვის, ვისაც ამ ხელისუფლების შეცვლა უნდა, ერთი გამოსავალი არსებობს“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
18:15 06-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
340

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

– ორი აქცია გაიმართა და არც ერთი იყო პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებული, საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ იყო მოწყობილი. მას შემდეგ, რაც აქციის ორგანიზატორებმა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს, შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუმორჩილებლობით დაემუქრნენ, გაჩნდა მოსაზრება, რომ აქციის უკან პოლიტიკური პარტიები დგანან და მათი კარნახით მოქმედებენ აქციის ორგანიზატორები. თქვენ რას იტყვით?

– ჩვენ რომ არც ორგანიზატორთა შორის ვართ და არც აქციის უკან ვდგევართ ფარულად, ეს ნამდვილად ვიცი. პოლიტიკოსობა და პოლიტიკოსები რად უნდა იმ მოთხოვნებს, რაც აქციის მონაწილეებმა წამოაყენეს? მისასალმებელია ხალხის ასეთი აქტიურობა და ასეთი წინააღმდეგობის ფრონტის გახსნა. ეს აუცილებელია და სხვაგვარად შეუძლებელია არ რეჟიმის მოშორება. აი, აქციის მოთხოვნებისა კი რა გითხრათ. მე, პირადად ამ მოთხოვნების პერსპექტივას ვერ ვხედავ. რაც ევროპამ გვითხრა და რაც ჩვენც კარგად ვიცით, ეს არის ქვეყნის დეოლიგარქიზაცია. ზემოთ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ღარიბაშვილის წასვლით, მის ნაცვლად, სხვა პრემიერის მოსვლით, არაფერი შეიცვლება. ეს გააჭიანურებს პროცესს. მაშინაც ბევრი ხალხი იყო ქუჩაში, როდესაც ივანიშვილი შეგვპირდა  პროპორციულ არჩევნებს და „გადაგვაგდო“. ხომ გახსოვთ? ასეთ თამაშებს ბიძინა ივანიშვილი შეჩვეულია და ნებისმიერ დროს, შეუძლია ასეთი ტრიუკების ჩატარება. საკუთარ აზრს არავის ვახვევ, აქციის ორგანიზატორებს ვგულისხმობ,  მაგრამ ყველასთვის, ვისაც ამ ხელისუფლების შეცვლა უნდა, ერთი გამოსავალი არსებობს – ევროკავშირსა  და ამერიკას უნდა მოსთხოვონ ივანიშვილის სანქცირება და შემდეგ, ვადამდელი არჩევნების  ჩატარება. ის საქმე, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, სხვამაც უნდა აკეთოს. პირველად სწორედ ჩვენ დავიწყეთ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე მუშაობა.

– „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორთა მიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა ანტიკონსტიტუციურიაო. ეს ნიუსი რომ წავიკითხე, გულიანად ვიცინე. ხალხის მიერ ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა თუ ანტიკონსტიტუციურია, ერთ დღეში პრემიერებს რომ ხსნის და ნიშნავს ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილს, ეს არის კონსტიტუციური? „ქართული ოცნების“ ლიდერები უკვე ისეთ განცხადებებს აკეთებენ, სერიოზულობისა და პოლიტიკის ნატამალიც აღარ დაჰკრავს, პოლიტიკურ ანეკდოტებად თუ გამოდგება.

– რატომ არის არაკონსტიტუციური მოთხოვნა? საპარლამენტო რესპუბლიკებში პატარა ჩავარდნას არ პატიობენ პრემიერ-მინისტრებს. ხალხის მოთხოვნითაც გადაუყენებიათ,  ბევრი მისით გადამდგარა და ბევრი პარლამენტს ისე გადაუყენებია, ხალხის მოთხოვნა და პროტესტი არ დასჭირვებია. მთავრობა გადადგება და არჩევნები ჩატარდება, ეს ევროპაში ჩვეულებრივი ამბავია. მცირე შეცდომას არ პატიობენ ევროპაში პრემიერებს და ღარიბაშვილმა, ივანიშვილის მითითებით, კატასტროფის წინაშე დააყენა ქვეყანა. ევროპული პრინციპია ეს. საბერძნეთში, იტალიაში მოკლე დროში რამდენჯერ ჩატარდა არჩევნები. საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი ამას გულისხმობს – თუ მთავრობა ვერ ან არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, იმ ვალდებულებებს, რაც არჩევნების დროს აიღო ხალხის წინაშე, გადადგება და ტარდება ახალი არჩევნები. ეს პირდაპირ გვიწერია კონსტიტუციაში. რომელ არაკონსტიტუციურობაზეა ლაპარაკი?!

– უკვე ორი ხალხმრავალი აქცია ჩაატარეს და ორჯერვე ხალხი შინ გაუშვეს. აქციის ბევრი მონაწილე კი აქტიური მოქმედების მომხრე იყო. 3 ივლისს ახალი აქცია დაიგეგმა და როგორ ფიქრობთ, გამოვა ისევ ხალხი თუ ბევრი გულაცრუებული დარჩა, კონკრეტული შედეგი რომ არ მოიტანა ამ აქციებმა და  ხალხის ნაწილი აღარ გამოვა?

– მე ვფიქრობ, საკმაო რაოდენობის ხალხი გამოვიდა ორჯერ და ხალხი გამოყვება რეალურ იდეას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ თამაშში არ უნდა შევყვეთ ივანიშვილს, მისი მარიონეტი პრემიერის გადადგომა არ უნდა მოვითხოვოთ და ამით დრო არ უნდა მოვაგებინოთ. უნდა დავაყენოთ ცალსახად ივანიშვილის დასანქცირება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ეს შეცვლის  ყველაფერს ქვეყანაში, ეს მოგვცემს საშულებას, შევასრულოთ ის მოთხოვნები, რაც ევროკავშირმა დაგვიყენა და რაც ევროკანდიდატობის სტატუსს მოგვიტანს. სხვა შემთხვევაში, ოლიგარქის მმართველობა გაგრძელდება ღარიბაშვილის შემცვლელის  შემთხვევაში და ეს მოიტანს კიდევ ბევრ უბედურებას ამ ქვეყანაში. ევროკავშირიც გვერდზე დაგვრჩება თავისავად. თუმცა, არ გადააყენებს ღარიბაშვილს ივანიშვილი.  რაც შეეხება ხალხის გამოსვლას, ვფიქრობ, ხალხი გამოვა.

– თუ არ გადადგა ღარიბაშვილი, რა შეიძლება მოხდეს?

– არ ვიცი, რადგან არ ვართ აქციის ორგანიზატორები და ვინც მის სათავეებთან დგას, რას აპირებენ, არც ის ვიცი.

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved