• რეკლამა
  • კონტაქტი
21:52, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კობახიძეს და ოხანაშვილს ახლა ჰგონიათ, თუ ხელისუფლებას ჩამოშორდებიან, პირველივე ხეზე ჩამოკიდებენ…“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:52 06-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,753

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი.

– თქვენ ბრძანეთ, რომ ორივე მხარეს, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც უმრავლესობას ომი უნდა და შეშინებული და აგრესიული ხელისუფლების “კუდის მოქნევა” რისკის შემცველია – თქვენ კარგად იცნობთ ივანიშვილს, გკითხავდით, წავა თუ არა ივანიშვილი სამოქალაქო დაპირისპირებაზე, მაგრამ ეს უკვე მოხდა, საზოგადოება დაპირისპირებულია, ამიტომ ახლა ასე გკითხავთ – წავა სისხლისღვრაზე?

– სისხლისღვრა იქნება, თუ რაც უნდა იყოს, ამ ხელისუფლებას ნამდვილად ბევრი რამ აქვს დასაკარგი, ფინანსების ჩათვლით, ამიტომ, თუ ის კუთხეში მივაყენეთ, თუ მას არ ექნება უკან დასახევი გზა, თავის გადარჩენის სხვა გზა, ის აუცილებლად იბრძოლებს, თუ ხელისუფლებას არ დავუტოვეთ დერეფანი, აფექტის მდგომარეობაში აქვს ძალა და ყველა რესურსი, რომ კუდი მოიქნიოს, არსებობს ამის რისკი და ამით პირველ რიგში, სახელმწიფო დაზარალდება. ორივე მხარეს აქვს გამარჯვების იმედი და ბრძოლის სურვილი, თუ ისე მოხდა, რომ ხელისუფლებამ საზოგადოება გადატეხა, მაშინ ევროინტეგრაციას უნდა დავემშვიდობოთ! თუ ოპოზიციამ დაამარცხა ხელისუფლება, უკომპრომისო ბრძოლის დროს, ხელისუფლებამ თუ კუდი მოიქნია, ვიმეორებ, სახელმწიფო დაზარალდება. ჯობია მშვიდობიანად მივიდეთ კონსესუსამდე. ტერორისტებს, რომლებსაც მძევლები ჰყავს აყვანილი, მათაც კი ელაპარაკებიან, აი, ამდენი მძევალი გამოუშვი და მოგაწვდი საჭმელს, სასმელს… აქაც საჭიროა კომუნიკაცია, დერეფანი, სახის შენარჩუნების შანსი. საჭიროა, ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიაც, რადგან კობახიძეს და ოხანაშვილს ახლა ჰგონიათ, თუ ხელისუფლებას ჩამოშორდებიან, პირველივე ხეზე ჩამოკიდებენ და ისინიც თვლიან, რომ სხვა გზა აღარ რჩებათ, გადარჩენისთვის უნდა იბრძოლონ. ამიტომაა საჭირო გარკვეული დერეფანი, მათ უნდა იცოდნენ, რომ ფიზიკურად არავინ ემუქრება, მეტიც, შანსი ექნებათ, პოლიტიკაშიც დარჩნენ. სწორედ ამ პოლიტიკური ჩარჩოების შეთავაზება იყო ჩემი წინადადება ივანიშვილისადმი, რომ გამოჩენილიყო და თავად ყოფილიყო მოდერატორი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანი გეგმის და მისი აღსრულების. ჩემმა წინადადებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ოპოზიციამ თქვა, ბიძინას გადარჩენა უნდა, გაურიგდაო, ხელისუფლების აპოგელეტებს კი ეჭვები გაუჩნდათ, რაღაცა ხომ არ ხდებაო. ასეა, ნდობა როცა არ არსებობს, კეთილ ნიშნებშიც კი, შეუძლიათ მამაძაღლობა და ეშმაკობა დაინახონ.

– ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ წერდნენ, რომ ივანიშვილს გავლენა აქვს ქართულ პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, რომ ისაა პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, იქ იყო ასევე ჩანაწერი კრემლთან კავშირებსა და რუსეთისთვის სანქციებისთვის თავის არიდებაში დახმარებაზე – ევროპარლამენტი რეკომენდაციას იძლევა დაუწესდეს ივანიშვილს სანქციები. თუმცა, ევროკომისიის დასკვნაში დეოლიგარქიაზაციაზეა საუბარი, ცხადია და ღიადაც ამბობენ, რომ ივანიშვილს გულისხმობენ, მაგრამ არ წერია ივანიშვილის გვარი, არც კრემლთან კავშირებზეა ჩანაწერი, არც სანქციებისათვის თავის არიდებაში დახმარებაზე და არც სანქცირების რეკომენდაციაა. ნიშნავს, თუ არა, ეს დერეფანს ივანიშვილისთვის, სახის შენარჩუნების შანსს?

– დიახ, შანსი მისცა, რა თქმა უნდა და ამ შანსს რეალიზება სჭირდება. ამ შანსის რეალიზების ინსტრუმენტი, მექანიზმი არის ის გზა, რასაც ვთავაზობ. შეიქმნას კომისია, რათა ევროკომისიის რეკომენდაციები შესრულდეს და თავად იყოს მოდერატორი, ეს გზა იქნება მისი უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველჰყოფას. გარდა ამისა, ივანიშვილი ისტორიული ფიგურაა, თუმცა, დღეს არის წინააღმდეგობრივი, ეს იქნება ერთგვარი რეაბილიტაცია, თუ რამე შეცდომები დაუშვია, ყველაფრის გამოსწორების შანსი.

– რადგან ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას, უფრო გონივრული არ იქნება, სწორედ მან მისცეს დერეფანი მისსავე ხელისუფლებას? 

– ბიძინა ივანიშვილს ისინი ნაკლებად აინტერესებს. ოხანაშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი მისთვის არაფერს წარმოადგენენ, ესენი ხომ არ არსებობენ როგორც პოლიტიკოსები, ესენი არიან ვირტუალური პოლიტიკოსები, მათ სახე, წონა, კაპიტალი არ გააჩნიათ. მიტმასნილნი არიან ბიძინა ივანიშვილს, მის მხრებზე დგანან და რა წამსაც ივანიშვილს აღარ ექნება ის ძალა, რაც აქვს, ისინიც ჩამოცვივდებიან.

– იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ მიტოვებულად და კუთხეში მიმწყვდეულად იგრძნო თავი, შეიძლება ძალის გამოყენება თავად გადაწყვიტოს? მაგალითად, ღარიბაშვილმა და გომელაურმა დამოუკიდებლად გამოიყენონ ხალხის წინააღმდეგ ძალოვანი უწყებები?

– ხელისუფლების ვერც ერთი წარმომადგენელი დამოუკიდებლად ვერ მიიღებს ვერც ერთ სერიოზულ გადაწყვეტილებას და სხვათა შორის, ერთი მხრივ ეს კარგიცაა, რადგან ცვლილებების დროს შემთხვევითი ფაქტორების რისკი აღარ არსებობს.

– თქვით, რომ ივანიშვილს აქვს უნარი მონოლოგი გადაააქციოს დიალოგამდე, მიიყვანოს მხარეები კონსესუსამდე, როდის და სად ნახეთ ივანიშვილის ეს ნიჭი?

– 2012 წელს, როდესაც მე ვიყავი პირველი კოალიციის შექმნაში ჩართული, მაშინ ჩვენ გუნდში იყვნენ გამოხატულად პროდასავლური კურსის ადამიანები, ალასანია, უსუფაშვილი და იყვნენ კონსერვატული მსოფლმხედველობის ადამიანები. ისინი ვერ ახერხებდნენ ერთმანეთთან საუბარს, ეს იყო წარმოუდგენელი. ივანიშვილს აღმოაჩნდა საოცარი უნარი სხვადასხვა მსოფლმხედველობის, მოდი პირდაპირ ვიტყვი, სხვადასხვა ინტელექტის მქონე ადამიანები დაესვა ერთ მაგიდასთან. მას აქვს ამის ნიჭი და დღესაც შეუძლია ამის გაკეთება, თუ ამის ნება ექნება.

– ეს ნიჭი გამოიყენა ივანიშვილმა სააკაშვილთანაც?

-არა, სააკაშვილთან… ეს ცალკე ისტორია.. ძალიან კონფიდენციალურია… იცით, რომ მწვავე პოლიტიკურ დაპირისპირებაში ვარ ივანიშვილთან, ისიც გასაგებია, რომ ძალიან ბევრი რამ ვიცი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, არასოდეს არაფერი წამომცდენია აქამდე, არც მერე ვაპირებ მოყოლას. .

 

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved