უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გაწევრიანების ნაბიჯების გადადგმაზე. ამის შესახებ unian-ი წერს.
მისივე თქმით, მოკლევადიან პერიოდში ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია.
„ნატოს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გავაკეთებთ“, – აცხადებს ჟოვკვა.
აღსანიშნავია, რომ მადრიდის სამიტზე ნატო სახელმძღვანელო დოკუმენტის ახალ ვერსიას – სტრატეგიულ კონცეფციას მიიღებს. წინა ვერსია ავალდებულებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განავითაროს პარტნიორობა უკრაინასთან. ახალ გამოცემაში ნატომ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს ეს პარტნიორობა.
კომენტარები