• რეკლამა
  • კონტაქტი
20:14, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლების შეცვლის ტექნიკური გზა – ვის შეეძლება მონაწილეობა ვადამდელ არჩევნებში ვინ იქნება “მესამე მხარე”? – ფანცულაია

ალია ავტორი - ალია
02:17 06-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
694

დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი  ოთარ ფანცულაია:

 

?️ ისინი უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან!
მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენად ცუდია ან კარგია ოპოზიცია..
მათ ხელისუფლებაში ყოფნის მორალური უფლება და ლეგიტიმაცია დაკარგეს.

“ქართულ ოცნებას” ჰქონდა სრული მანდატი, რათა ამ 10 წლის მანძილზე:
– აღედგინა სამართალი,
– მოეხდინა სასამართლოს დეპოლიტიზაცია,
– აღმოეფხვრა ელიტური კორუფცია,
– გაეტარებინა პრივატიზაციის რეფორმა,
– აეშენებინა ანაკლია,
– გადაენაწილებინა ძალაუფლება,
– შემოეთავაზებინა ეროვნული მთლიანობის იდეა,
– მიეღო კანონი ლუსტრაციის შესახებ და რუსულ-ფაშისტური ნაგვისგან გაეწმინდა პოლიტიკური ველი,
– ქვეყანა გამოეყვანა რუსეთის და საბჭოთა წარსულის გავლენიდან,
– დაერწმუნებინა დასავლეთი, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრია..,
ა.შ. და ა.შ.
მათ ყველაფერი საწინააღმდეგოდ გააკეთეს.
ყველა მიმართულებით პირწმინდად დამარცხდნენ…
ქვეყანა ერთი უზურპატორის პირად საკუთრებად აქციეს და რუსული გემის მიმართულებით მიგვათრევენ..
პოლარიზაცია ძველ ნიშნულზე დააბრუნეს..
მათ არ აქვთ მართვის უნარი,
მათ არ გააჩნიათ ინტელექტუალური რესურსი,
მათ არ ჰყავთ პოლიტიკის მკეთებელი კადრები,
მათ არ გააჩნიათ იდეები..
პარტია კორუფციაში თავით ჩამხობილი თვითკმაყოფილი იდიოტების და მედროვეების ხროვად იქცა,
მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში საქართველოს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია..

“ქართული ოცნება”, მისი პოლიტიკური სატელიტებიანად, თანდათან იქცა ერთადერთ ბარიერად ევროპისკენ გზაზე.
ევროპა არის ის გზა, რომელიც სოხუმში ჩაგვიყვანს.

….

როგორ შეიძლება ეს მოხდეს ტექნიკურად:

1.”ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან მიდის. იქმნება დროებითი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, 2.საარჩევნო კომისია ყალიბდება კონსენსუსის გზით შერჩეული “მესამე მხარის” მიერ (შვეიცარია, ბრიტანეთი, ევროკავშირი, აშშ), 3.ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ახალი პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ შედგება პოლიტიკური შეთანხმება, რომლის პირობების დაცვაც სავალდებულო იქნება ყველა მხარის მიერ.

4.ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება ხელისუფლებიდან წასულ პოლიტიკურ პარტიას,

5.ახალ კოალიციურ მთავრობაში მანდატების გადანაწილების პრინციპები წარმოადგენს საბოლოო პოლიტიკური შეთანხმების ძირითად საგანს,

6.არჩევნების შემდეგ იწყება კონსულტაციები ახალი პოლიტიკური სისტემის ფორმირების შესახებ.

 

ადამიანები განწყობით “ვერ შეველევით ქოცებს”, მზად არიან თავი დადონ ამ უპერსპექტივო პოლიტიკური გვამებისთვის. ზუსტად იგივე ფანატიზმის გამო ვაქტიურობდი აქციებზე და საარჩევნო პროცესებში ნაცმოს სახლში გასაშვებად. ცხადია მაშინაც ცხადად ვხედავდი ვინ მომყავდა ხელისუფლებაში, მაგრამ ვთვლიდი, რომ ცვლილებები გარდაუვალი აუცილებლობა იყო. ასე ავიცილებდით დაჭაობებას.. ახლაც იგივე წრეზე ვართ – ოპოზიცია არ ვარგა, გაფაულახავი რეპუტაციული პრობლემები აქვს, მაგრამ არსებული ჭაობი საჭიროებს ცვლილებებს. ჩვენ ჩვენი ცხოვრების მორიგი 10 წელი დავკარგეთ.

 

თეგები: ოთარ ფანცუალაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved