• რეკლამა
  • კონტაქტი
23:10, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პრემიერ-მინისტრი კი გვყავს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პრემიერ-მინისტრი კიდევ სადღაც გვყავს“ – ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:40 06-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
279

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე :

 

„ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს გაუკუღმართებულად როგორც ახლა იმართება, პრემიერ-მინისტრი კი გვყავს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პრემიერ-მინისტრი კიდევ სადღაც გვყავს“.

ამასთან, ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ამოცანა უნდა გახდეს ის, რომ „ქართული ოცნება“ აიძულოს ევროკომისიის ყველა პუნქტი შეასრულოს.

„მეც აღტაცებით და მადლობით დავიწყებ, იმიტომ რომ ბევრ მიტინგზე და აქციაზე ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი სულისკვეთება, ასეთი ცოდნა და გასიგრძეგანება იმის თუ რატომ იდგა თითოეული ქართველი იქ, იშვიათად მინახავს.

ყველამ იცოდა და ყველა ითხოვდა, რომ საქართველო აღარ იყოს სიბნელის ნაწილი, აღარ იყოს რუსეთის ნაწილი არასოდეს და აღარ იყოს რუსეთის უკანა ეზო, როგორც თვითონ გვეძახიან, არამედ იყოს არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ პოლიტიკურადაც ევროპის ნაწილი. ასრულდეს ჩვენი წინაპრების ნატვრა და ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.

ზოგი ამბობს რატომ ამბობთ ევროპაში დაბრუნებას, როდის ვიყავით მისი ნაწილიო და როდესაც ჩვენ უარი ვთქვით მაზდიანობაზე, რასაც გვაძალებდნენ მე-4 საუკუნეში და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მივიღეთ, ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო ვიყავით მსოფლიოში, აი მაშინ გავაკეთეთ დიდი ევროპული არჩევანი.

მას შემდეგ არც ქრისტიანობისთვის გვიღალატია და არასოდეს შეგვიწყვეტია სწრაფვა, რომ ვყოფილიყავით ცივილიზაციის ნაწილი. დღეს ევროკავშირი არის ყველაზე ცივილიზებული სახელმწიფოების ერთობა კაცობრიობის ისტორიაში და ბუნებრივია, რომ სწორედ იქით ვისწრაფვით.

არ ვიცი ბაკურიანში ან ტაგანროკში რა შეთქმულება მოეწყო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ქართველ ხალხს ერთი არჩევანი აქვს და ეს ევროპაა. იქ დავინახე საჯარო მოხელეები, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და კიდევ უფრო გამამხნევა ამ ყველაფერმა. ესე იგი სწორად გვაქვს ყველაფერი გააზრებული.

ერთი ხელის გაწვდენაღა დაგვრჩა, რომ ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი დაგვრჩა, ორი ნაბიჯი დაგვრჩა და ერთი სულ აგერ არის მომწიფებული. ვფიქრობ, ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, პირველ რიგში „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ, რომ ის 12 პუნქტი არის ჩვენი ისტორიული ამოცანა, ჩვენი ისტორიული დავალება.

მესმის ძალიან ეხამუშება „ქართულ ოცნებას“ ამის მოსმენა, მაგრამ დეოლოგარქიზაცია არის აუცილებელი. ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს გაუკუღმართებულად როგორც ახლა იმართება, პრემიერ-მინისტრი კი გვყავს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პრემიერ-მინისტრი კიდევ სადღაც გვყავს, თან რომ არ ჩანს ისე.

სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა მართავდეს ამ ქვეყანას და არა ვიღაცა კაცი, ერთი კაცის სურვილზე არ უნდა იყოს აწყობილი მთელი ქვეყანა. ეს არის კეთილგანწყობილი რჩევა და არა თითის დაქნევა ევროპისგან. ამიტომ ახლა გვაქვს ამოცანა, ოპოზიციასაც, ახლა ღობე-ყორეს კი არ უნდა მოვედოთ, ძალიან კონკრეტული რაღაცების შესრულება მოვთხოვოთ „ქართულ ოცნებას“. ისე ნუ გავაკეთებთ რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე შევრცხვეთ. ოპოზიციის ამოცანაა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, რომ ყველა პუნქტი შეასრულოს“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

თეგები: ალეკო ელისაშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved