• რეკლამა
  • კონტაქტი
06:24, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაზე დიდი შეცდომა რაც შეიძლება აქციის ორგანიზატორებმა დაუშვან, ესაა…” – მრელაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:48 06-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
797

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, დავით მრელაშვილი:

“ის, რომ ქართველი ხალხის (დიდი უმრავლესობის) სურვილი და არჩევანი ევროპული მომავალია – ეს შინ და გარეთ აშკარა და აღიარებულია – ამას აღიარებს ქვეყნის შიდა ოპოზიცია, მთავრობა, თუ თვით ევროკავშირის ქვეყნები.

ჩემი მოკრძალებული აზრით დღევანდელი აქციის უ მ თ ა ვ რ ე ს ი მიზანი ამ აზრის კიდევ ერთხელ დაფიქსირება არაა (ყველამ გაიგო რომ 85%-ს გვინდა), თუმცა რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია.
უ მ თ ა ვ რ ე ს ი მიზანი – იდეოლოგიურად გახლეჩილი ქართველი ხალხის გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ ა ა საერთო, საშვილიშვილო, ისტორიულად საუკუნეში ერთხელ მოცემული შანსისთვის.
ადრე თუ გეოგრაფიულ/ფიზიკურად იყო საქართველო გახლეჩილი, დაქსაქსული და მტრისთვის ადვილად სახრავი, აწ შეიძლება ითქვას უარესია – ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, ერთმანეთს გვერდს ვუვლით, და გაუცხოვება გვჭირს (“ეს ნაცია”, “ეს ქოცია”).
ვისურვებდი რომ ევროკავშირის და საქართველოს დროშებთან ერთად ძალიან ბევრი ქართული ოცნების დროშა იყოს ამ აქციაზე – ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების სპექტრთან ერთად, რადგან ეს ის დროა როდესაც მგელი და კრავი (“ნაცი” და “ქოცი” ამომრჩეველი) ერთ წყაროდან სვამს წყალს (ევროპა), და თუ საერთო ძალით არ გაუფრთხილდნენ – ეს წყარო დაშრება და დავრჩებით უდაბნოში ისევ ერთმანეთის სისხლის სმის ანაბარა.
შემდეგი მთავარი მიზანი არის რომ ეს იყოს კარგი დასაწყისი მთელი შემდგომი ქმედებების (ხალხის თუ მთავრობის მიერ), რაც შეასრულებს იმ აბსოლუტურად სამართლიან მოთხოვნებს რაც ევროკავშირმა წაგვიყენა.
ყველამ, ყველა დროის საშინაო დავალებაზე უკეთ უნდა დავიმახსოვროთ ეს თვითოული პუნქტი, და ჩვენი წვილი შევიტანოთ მათ შესრულებაში ერთად თუ ცალკ-ცალკე – როდესაც ვხედავთ რომ ნებისმიერი ინდივიდის, სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურის ქმედებები ეწინააღმდეგება ამ, აბსოლუტურად ცივილიზირებულ და სამართლიან ნაბიჯებს რასაც ევროკავშირი გვთხოვს.
და ბოლოს – ყველაზე დიდი შეცდომა რაც შეიძლება დღევანდელი აქციის ორგანიზატორებმა დაუშვან – არის ამ აქციის ტრიბუნად გამოყენება კონკრეტული პოლიტიკოსების რეიტინგის ამაღლების მცდელობისთვის, რაც გამოიწვევს შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებს.
უნდა იყოს რაც შეიძლება ცოტა მოყირჭებული ძველი პოლიტიკური ელიტის ყვირილი რომ “ბიძინა რუსი ოლიგარქია”, ან “მიშა მაგარია”, და უფრო მეტი ახალგაზრდა, ახალი თაობის მაქსიმალურად პარტია-ნეიტრალური ახალგაზრდები კონკრეტული, ვერიფიცირებადი ფაქტებით და არგუმენტებით, და არა მოსაზრებებით (ე.წ. ოფინიონებით).
საქართველო ევროკავშირში აუცილებლად შევა, ეს მხოლოდ დროის ამბავია.
აქ საკითხავი ისაა ადრე თუ გვიან – კიდევ რამდენი ათეული ათას ქართველი ახალგაზრდას (რომლებიც დღეს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ) მიეცემა ან მოაკლდება შანსი რომ ევროპული და დასავლური განათლება და გამოცდილება მიიღოს დროულად, რათა შორიდან თუ ახლოდან დაეხმაროს და ფეხზე წამოაყენოს ეს დაუძლურებული ქვეყანა.
ეს მომავლის პოტენციური მადლი თუ ცოდვა – დღეს ჩვენი – ახლანდელი მოზრდილი თაობის კისერზეა. იმედია სწორად გამოვიყენებთ ამ ისტორიულ შანსსა და პასუხისმგებლობას მომავალი თაობის წინაშე.”
თეგები: დავით მრელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved