• რეკლამა
  • კონტაქტი
15:09, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

20 ივნისის არც ერთ საქმეზე არ დასრულებულა სამართალწარმოება – “საია”

ალია ავტორი - ალია
14:09 06-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

ფოტო – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

3 წელი 20 ივნისის სისხლიანი მოვლენებიდან და ამ დრომდე დაუსჯელი დამნაშავეები –  საიას ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში არც ერთ საქმეზე არ დასრულებულა სამართალწარმოება მიუხედავად კანონით ამ ტიპის საქმეების განხილვისთვის დადგენილი შეზღუდული ვადისა და საქმეთა ნაწილის განხილვა უსაფუძვლოდ ჭიანურდება:

 

“საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). ამ დრომდე საქმესთან დაკავშირებით რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილება გენერალური პროკურატურის მიერ არ არის მიღებული. გამოძიების დაწყებიდან 2021 წლამდე მხოლოდ ერთი სამართალდამცავისთვის მოხდა ბრალის წარდგენა იმ დაზარალებულების საქმეში, რომელთა ინტერესებსაც საია იცავს.

აღსანიშნავია, რომ ამნისტიის კანონი, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა დასასჯელისგან, აგრეთვე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების პირობებს ადგენს 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებზე (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 144​1−144​3 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე), მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს 20-21 ივნისის საქმეებზე საგამოძიებო პროცესის ჯეროვანი წარმართვისთვის და არარად აქცევს 20-21 ივნისის მოვლენებზე მიმდინარე გამოძიებას. კერძოდ, ფაქტია, რომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საგამოძიებო ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი კვალიფიკაცია. მომჩივანთა საქმეებიც ამის ერთ-ერთი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად მოწმობს, რომ კონკრეტულ ეპიზოდებთან მიმართებით ჩადენილია არაადამიანური ან/დადამამცირებელი მოპყრობა, რომელიც, თავისი არსით, უფრო მძიმეა, ვიდრე სსკ 333-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დღემდე გამოძიება მხოლოდ 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც, 2021 წლის 07 სექტემბრიდან უკვე ამნისტიას დაქვემდებარებული დანაშაულია. ამრიგად, პერსპექტივა, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება რაიმე შედეგს გამოიღებს, პრაქტიკულად აღარ არსებობს.

ასევე, საიას დახმარებით 15-მდე პირმა უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე, – შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები. დაზარალებულებმა აქციის დაშლისას გამოყენებული  ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების შედეგად მიიღეს დაზიანებები. რამდენიმე მოსარჩელემ რეზინის ტყვიის მოხვედრის გამო დაკარგა თვალი, რამაც მათი შრომისუნარიანობის შეზღუდვა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოში არც ერთ საქმეზე არ დასრულებულა სამართალწარმოება მიუხედავად კანონით ამ ტიპის საქმეების განხილვისთვის დადგენილი შეზღუდული ვადისა და საქმეთა ნაწილის განხილვა უსაფუძვლოდ ჭიანურდება.

საიამ მოსარჩელეთა სახელით ასევე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც. ევროპულმა სასამართლომ საქმეების არსებითი განხილვა 2021 წლის 07 ივნისს დაიწყო საიას მიერ წარდგენილი ყველა მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება – მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაზე მიუთითებენ” აცხადებენ საიაში.

თეგები: 20 ივნისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved