• რეკლამა
  • კონტაქტი
16:34, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ნიშნავს ევროპული პერსპექტივის სტატუსი, რასაც არავინ განმარტავს?!

ალია ავტორი - ალია
17:22 06-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
420

გიორგი ჯავახაძე

17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაცია გამოქვეყნდა და როგორც იქნა „მოვისვენეთ“, არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, არ მოგვიწევს რუსეთისთვის ომის გამოცხადება… ხომ ასე ამბობდნენ, ომში უნდათ ჩვენი ჩართვაო? მისცეს მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი და ესროლა პირველი ბომბი უკვე კრემლს, თუ არა ჯერ?

გამოქვეყნდა ევროკომისიის რეკომენდაცია 17 ივნისს და ამოისუნთქა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ნაწილმა, რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე კლავიატურა არ დაუსვენებიათ, სულ უკრაინასა და დასავლეთს ლანძღავდნენ – ახლა აზიარებენ ნახევრადჩაცმულ ფოტოებს აუზებიდან, აქვეყნებენ პეპლების, ვარდების, ცხენების ფოტოებს… რა კარგი რამეა ცხოვრება ამ კანდიდატის სტატუსის გარეშე, თურმე…

მართალია, 23–24 მაისს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ როგორც „ოცნება“ ამბობს, დიდი ალბათობით, ევროკომისიის რეკომენდაცია არ შეიცვლება და საქართველოს, უკრაინისგან და მოლდოვასგან განსხვავებით, მისცემენ არა კანდიდატის სტატუსს, არამედ, ევროპული პერსპექტივის სტატუსს… თუმცა, ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას – მან ევროკომისიის რეკომენდაციაზე და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის სტატუსზე საუბრისას, თქვა:

„თუ ყველა წევრი ქვეყანა დათანხმდება, საქართველოს სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ სიმაღლეზე ავა. ამ პოზიციიდან კანდიდატის სტატუსზე გადასვლის პერსპექტივა კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ ქვეყანა მზად იქნება დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობისთვის მას შემდეგ, რაც საქართველო შეასრულებს პრიორიტეტების ნაკრებს, როგორც ეს მოსაზრებაშია ასახული. ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია… წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ თქვენი ბედი თქვენს ხელშია.“

პირველ რიგში, მკითხველი იკითხავს, რას ნიშნავს ევროპული პერსპექტივის სტატუსი? – არავინ იცის, არავინ განმარტავს – საქმე ისაა, რომ ბოლო 30 წელია, ჩვენ ისედაც გვეგონა, რომ ევროპული პერსპექტივა გვქონდა. როცა კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანისკენ მოგვიწოდეს საქართველოს და მოლდოვას, მაშინაც ასე თქვეს, რომ ჩვენ გვჭირდებოდა, ევროპული პერსპექტივა და მაშინ ისე ჩანდა, რომ ევროპული პერსპექტივა ეს კანდიდატის სტატუსი გახლდათ, თუმცა…

სხვები იკითხავენ, რას ნიშნავს ჩვენი ბედი ჩვენ ხელშია? – ალბათ, როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციაზე თქვა, “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”…

მოკლედ, ასეა, თუ ისე, ჩვენ კანდიდატის სტატუსი ვერა და გვაქვს კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა, მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არავინ მიაქცია ყურადღება ჰარცელის სიტყვებს – „თუ ყველა წევრი ქვეყანა დათანხმდაო…“ – ეგეც სახვეწარი გვქონია და ეგეც კი წკიპზეა, ეგეც კი განსახილველია, იქამდე მივიყვანეთ ქვეყანა…

სხვათა შორის, 2019 წელს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ავსტრიულ გამოცემასთან განაცხადა: „ჩვენ ევროპული პერსპექტივა გვჭირდება“ და კი მოგვცეს ევროპული პერსპექტივა. 

თეგები: ევროკავშირი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved