• რეკლამა
  • კონტაქტი
01:23, სამშაბათი, 20 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ლაგოდეხში „იმპექსის“ ახალი აფთიაქი მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებით ელოდება

ალია ავტორი - ალია
09:07 06-17-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
309

ქ. ლაგოდეხში „იმპექსის“ახალი იისფერი აფთიაქი გაიხსნა (მის: ზაქათალას ქუჩა #3). “იმპექსი” მთელი საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ აფთიაქს აერთიანებს და ახალი აფთიაქით კიდევ უფრო აფართოვებს ხელმისაწვდომობას რეგიონებში.

აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით, ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს ყოველდღიური მაქსიმალური ფასდაკლებით მედიკამენტებზე 30 ივნისის ჩათვლით, ასევე 50% -40%-30% ფასდაკლებით თავის მოვლის ევროპული კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციაზე: Cerave, Alphanova Sun, Sunkissed, AA Cosmetics, Oillan, Phytorelax, Cosnature და ა.შ. „იმპექსი“ ორიენტირებულია მაღალი ხარისხის იტალიური, გერმანული, ფრანგული, ბრიტანული და პოლონური ორგანული და ნატურალური, მსოფლიოში აღიარებული სერთიფიკატების მქონე კოსმეტიკური ბრენდები ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი მომხმარებლებისთვის.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი დაარსების დღიდან ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ფარმაცევტულ სექტორში მედიკამენტების ფართო ასორტიმენტის შეღავათიან ფასად შეთავაზების მიმართულებით. „იმპექსი“ ერთ-ერთი პირველია ფარმაცევტულ სექტორში, რომელმაც დაიწყო თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი საქართველოში და 80%-მდე ფასდაკლებული ღირებულებით შესთავაზა ქართველ მომხმარებლებს. თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების დასახელებები ყოველკვირეულად იზრდება და მათი შეძენა შესაძლებელია „იმპექსის“ აფთიაქებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში.

დღესდღეისობით „იმპექსფარმი“ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. „იმპექსფარმი“ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს – ISO 9001:2015 და სანდო რეპუტაციით სარგებლობს პარტნიორ კომპანიებში.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს „იმპექსის“ საფთიაქო ქსელის მფლობელი კომპანია, შპს „იმპექსფარმი“ გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერის“ (Leader of the Year) მფლობელი და დასახელდა, როგორც ფარმაცევტულ სექტორში ყველაზე დინამიურად მზარდი კომპანია წინა კალენდარული წლის შედეგებზე დაყრდნობით.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატების მქონე, ნატურალური და ორგანული კოსმეტიკური ბრენდები ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან – საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ა.შ. აღნიშნული ბრენდები დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში და სწორედ „იმპექსმა“ შეძლო მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქართველი მომხმარებლებისთვის.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი მომხმარებლებზე ზრუნვის ფარგლებში მუდმივად სთავაზობს საინტერესო აქციებსა და ფასდაკლებებს, რომლით სარგებლობა ქსელში „იმპექსის“ ლოიალობის – ფასდაკლებისა და დაგროვების – ელექტრონული „ზე ბარათის“ გამოყენებით არის შესაძლებელი. ბარათის მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია ფასდაკლებით და პარალელურად დააგროვოს სხივები/ქულები – რომელთა გადაცვლა შესაძლებელია ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზე. ბარათზე ზოგად სქემასთან ერთად დამატებით მოქმედებს: მშობელთა, პენსიონერთა, დევნილთა სქემები. თითოეული სქემის ბენეფიციარისთვის კი შექმნილია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „იმპექსის“ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/ImpexPharmacy

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

18:49 05-19-2025
ლიბერთიმ, ‘Signify’-სთან ერთად ხელმოწერის გაციფრულების სერვისი დანერგა
ახალი ამბები

ლიბერთიმ, ‘Signify’-სთან ერთად ხელმოწერის გაციფრულების სერვისი დანერგა

17:02 05-19-2025
თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება

15:38 05-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved