• რეკლამა
  • კონტაქტი
22:33, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი მელიქიშვილის რეაბილიტაციის გამო იცვლება – ახალი განრიგი

ალია ავტორი - ალია
17:08 06-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
611

თბილისის მერიის ცნობით, მელიქიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან კოსტავას ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 18 ივნისის 00:00 საათიდან ამოქმედდება.

სამუშაოების განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება კეკელიძის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან ვარაზისხევის მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. ვარაზისხევიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის, ასევე, კოსტავად ქუჩის მიმართულებით.

კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით. თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება კოსტავას ქუჩიდან ნიკოლაძის ქუჩაზე შეეძლებათ, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან ქუჩიშვილისა და ღამბაშიძის ქუჩების გავლით, კვლავ კოსტავას ქუჩაზე მოხვდებიან.

შეზღუდვა ასევე, შეეხება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან კოსტავას ქუჩისკენ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩების გავლით. კოსტავას ქუჩის კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც ჭოველიძის ქუჩაზე, ასევე, გმირთა მოედანზე ამსვლელ პანდუსზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფი გამზირის მიმართულებით.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გმირთა მოედნიდან ამსვლელი პანდუსის გამოყენებით.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც.

ვაკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი: N540 და ავტობუსები: N301, N345, N359, N388, N397 ვარაზისხევის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

ვარაზისხევის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N307, N311, N354 და მიკროავტობუსები: N466, N468 გმირთა მოედნიდან დადგენილი სქემით გადაადგილდებიან, ხოლო ვარაზისხევის ქუჩიდან საბურთალოს მიმართულებით გადაადგილებისას მიკროავტობუსი: N512 და ავტობუსები: N351, N387 მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან მობრუნდებიან.

საბურთალოს მხრიდან მოძრავი ავტობუსები: N310, N314, N326, N342, N352, N358, N391, მიკროავტობუსები: N472, N532 და თამარ მეფის გამზირიდან მოძრავი ავტობუსები: N306, N331, N337, N378, ასევე, მიკროავტობუსი: N541 რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით და შემდეგ დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.

რაც შეეხება საბურთალოს მხრიდან მომავალ ავტობუსებს, N351 და N385, ასევე, მიკროავტობუსი: N512 და თამარ მეფის გამზირიდან მომავალი ავტობუსები: N307, N311, N354, მიკროავტობუსები: N466, N468 ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გმირთა მოედნის პანდუსით, ვარაზისხევის ქუჩაზე გადაადგილდებიან, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით. რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსი: N540 გმირთა მოედანზე არსებული პანდუსით, ვარაზისხევის ქუჩაზე მოხვდებიან და შემდეგ უკვე არსებული სქემით გადაადგილდებიან.

თეგები: თბილისის მერიამელიქიშვილის გამზირისაზოგადოებრივი ტრანსპორტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved