• რეკლამა
  • კონტაქტი
10:15, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

” 14 ივნისს ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა სამეთაურო-საშტაბო წვრთნები დაიწყეს” – ომის კვლევის ანგარიში

ალია ავტორი - ალია
15:18 06-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
125

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, 14 ივნისს ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა სამეთაურო-საშტაბო წვრთნები დაიწყეს, თუმცა ნაკელებად სავარაუდოა, რომ უკრაინის ომს რუსეთის სახელით შეუერთდეს. ბელარუსის შეიარაღებული ძალების უფროსმა, გენერალ-მაიორმა ანდრეი ბურდიკომ განაცხადა, რომ წვრთნებში მონაწილეობას სამხედრო ხელისუფლება, დაუზუსტებელი სამხედრო ნაწილები და ლოჯისტიკური ორგანიზაციები მიიღებენ.

რუსეთის ხელისუფლება, დიდი ალბათობით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გეგმებს აჩქარებს. რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა, საშა კოტსმა რუკის სურათი გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის სქემას ომის შემდეგ. შემოთავაზებული სქემა უკრაინის ოლქებს რუსეთის ტერიტორიულ ოლქებად ყოფს.

რუსეთის სამხედრო ძალები მაღალი სიზუსტის მქონე შეიარაღების დეფიციტს განიცდიან. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მაღალი სიზუსტის იარაღის მზარდი ნაკლებობის გამო, ოკუპანტები თვითმფრინავების გამოყენებას განაგრძობენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) აღნიშნა, რომ რუსეთის მაღალი სიზუსტის მარაგის 60%-მდე უკვე ამოწურულია.

  • რუსეთის სამხედრო ძალები აზოტის ქარხანაზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ.
  • ოკუპანტებმა პოპასნასა და ბახმუტთან ახლოს უკრაინის სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზების (GLOC) გაწყვეტის მცდელობისას წარუმატებელი სახმელეთო თავდასხმები განახორციელეს.
  • რუსულმა ძალებმა წამოიწყეს წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით და სლოვიანსკის ჩრდილოეთით და, სავარაუდოდ, ქმნიან პირობებს სივერსკზე და ჩრდილო-დასავლეთ უკრაინის GLOC-ზე ლისიჩანსკზე თავდასხმისთვის.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა სევეროდონეცკში სახმელეთო თავდასხმების წარმოება განაგრძეს და ააფეთქეს ხიდები, რომლებიც სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს აკავშირებს.
  • ოკუპანტებმა იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცირე წინსვლას მიაღწიეს.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და “მობილიზებული” უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

თეგები: ომის კვლევის ანგარიშირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved