• რეკლამა
  • კონტაქტი
07:55, ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

გარემოზე ზრუნვა მარტივია – „პოლივიმი“ Tegeta.care-ზე

ალია ავტორი - ალია
17:04 06-14-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
487

 

ნარჩენების მართვა 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევაა. მავნე ნარჩენების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება საქართველოშიც. გარემო ბინძურდება და უარყოფით გავლენას ახდენს ეკოსისტემაზე. „პოლივიმი“ სწორედ ჯანსაღი გარემოსა და უსაფრთხო მომავლის შექმნაზე ზრუნავს. კომპანია მეორად პოლიმერებს, ანუ პლასტმასის ნარჩენებს ამუშავებს და ამ გზით ღირებულ ნედლეულს ქმნის, რომელსაც სხვადასხვა ბიზნესი საკუთარი საქმიანობისთვის იყენებს.

ბექა ფონჯავიძე „პოლივიმის“კომერციული მენეჯერი: „რასაც პლასტმასის ბოთლების გადამუშავებით ვიღებთ, ამას ფანტელებს ვეძახით. ეს არის დაქუცმაცებული,  დახარისხებული ფანტელები. ჩვენი მომხმარებლები ავეჯის, ტექსტილის, შესაფუთი მასალების მწარმოებლები არიან. საქართველოს ბაზარზე მათი წილი მაქსიმუმ 10 პროცენტია, დანარჩენი მთლიანად ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია ვართ. ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციით, made in Georgia-ს სახელით შევაღწიეთ. ნარჩენების მართვა ჩვენთან აქამდე ძალიან ქაოსური იყო – იკარგება, იმარხება, ბუნებაში იფანტება. ამ ყველაფერს ჩვენ ღირებულ პროდუქციად გადავაქცევთ. ეს ბიზნესივითაა და თანაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვს, ასევე გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს. რაც უფრო გაიზრდება ჩვენი მასშტაბი, მით უფრო შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება“.

სწორედ გარემოზე ზრუნვის მიზნით გაერთიანდნენ „პოლივიმი“ და „თეგეტა ჰოლდინგი“. მასშტაბების გაზრდისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით „პოლივიმი“ „თეგეტას“  ზრუნვის პლატფორმაზე დაემატა. კომპანიის სათავო ოფისსა და ფილიალებში კი „პოლივიმის“ 10 ყუთი განთავსდა.

ქეთევან მაისურაძე, „პოლივიმის“ კვლევისა და განვითარების მენეჯერი: „თეგეტა“ და „პოლივიმი“„მწვანე რევოლუციის“ კამპანიის ფარგლებში დამეგობრდნენ. „თეგეტა“ ჩაერთო გარემოსდაცვითი მიმართულებით გადამუშავებისა და სეპარირების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. ზრუნვის პლატფორმაზე კომპანიის შესახებ ინფორმაციის განთავსებით მოვახერხებთ იმ მესიჯის მიწოდებას საზოგადოებისთვის, რომლის გარშემოც ვერთიანდებით და რისთვისაც ვიბრძვით. „თეგეტასა“ და, ზოგადად, დიდი ორგანიზაციების ჩართულობა გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და  გადამუშავების მნიშვნელობა დავანახვოთ“.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გარემოზე ზრუნვა და მასზე ზემოქმედების შემცირებაა. შესაბამისად, ჩვენს ზრუნვის პლატფორმაზე, Tegeta.care, ახალი პარტნიორის გაჩენა, ვისი საქმიანობაც გარემოს დაცვას ემსახურება, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის გარდა, სიამოვნებით დავთანხმდით მათ შემოთავაზებას, შეგვეგროვებინა პლასტმასის ნარჩენები ჩვენს სათავო ოფისსა და ფილიალებში. ეს პროცესი ერთჯერადი არ იქნება და ვფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი აქტივობებით შევიტანთ ჩვენს წვლილს გარემოზე ზემოქმედების შემცირებაში“ .

„თეგეტა ჰოლდინგის“ ფილიალებში „პოლივიმის“ ყუთების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. გარემოზე ზრუნვის ნებისმიერ მსურველს კი ნარჩენების შესაგროვებლად „პოლივიმის“ სათავო ოფისში ელოდებიან.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved