• რეკლამა
  • კონტაქტი
00:06, ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დღეს ლოცვებში რომ მოიხსენიებენ ბიძინას, იმ ხალხს პროკურორები  კალამს ვერ გააგდებინებენ  ხელიდან“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
17:19 06-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
395

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

– სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ირაკლი ღარიბაშვილს, ივანიშვილის გარემოცვას. რაც ხელისგულზე დევს, აქედან ჩანს, რომ ზურაბიშვილს პროდასავლური პოზიცია უკავია და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების მომხრეა. ხელისუფლების წევრთაგან პროდასავლური საზოგადოების ერთგვარ და ერთადერთ ლიდერად გამოჩნდა. რამდენად სანდოა ამ ხალხისთვის სალომე ზურაბიშვილი? მისი დაპირისპირება მთავრობასთან რეალურია თუ ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილი?

– ერთია ზურაბიშვილის რიტორიკა და მეორე – მისი რეალური ქმედებები. იმ შეზღუდული  უფლებამოსილებით, რაც პრეზიდენტს  გააჩნია, შეუძლია რაღაცების გამოსწორება. თუმცა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ზურაბიშვილის პოზიციას. ზურაბიშვილი  გრძნობს თუ  ხედავს, რომ  ბიძინა ივანიშვილს რა მომავალი ელის და არ უნდა, საფლავში ჩაჰყვეს. შესაძლოა, ივანიშვილის არასახარბიელო მომავლის შესახებ, ევროპაშიც უთხრეს, მიაწოდეს უტყუარი ინფორმაცია. გავითვალისწინოთ, რომ ის საფრანგეთის მოქალაქეა, საკმაოდ მაღალი რანგის ფრანგი დიპლომატი იყო. კი, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ პარლამენტის დეპუტატი გახადა, მერე პრეზიდენტად დასვა და მისი მარიონეტი იყო ორივე პოსტზე. მე მაინც მგონია, რომ ზურაბიშვილი არ აპირებს „ქართული ოცნების“ გემთან ერთად ჩაძირვას. მარტო ზურაბიშვილი არ მიატოვებს ბიძინა ივანიშვილს. მის წინააღმდეგ როდესაც სრულად ამოქმედდება სანქციები, როდესაც დასავლეთი სრულად გარიყავს, საკუთარი მონებიც გაექცევიან, რომლებიც დღეს მის მზეს ფიცულობენ. მათ ევროპაში აქვთ ბიზნესი, ევროპაში სწავლობენ მათი შვილები და შვილიშვილები და რუსეთი გულზე დიდად არ ეხატებათ. დღეს ივანიშვილის შიშით დგანან მის გვერდით, რადგან ძალაუფლება აქვს და ამ ძალაუფლებას რომ დაკარგავს, ყველა გამოეცლება ხელიდან. პირველ ლახვარს ბელადს მისი უერთგულესი მონები ჩასცემენ. ახალი ხელისუფლება როდესაც მოვა, დღეს ლოცვებში რომ მოიხსენიებენ ბიძინას, იმ ხალხს პროკურორები  კალამს ვერ გააგდებინებენ  ხელიდან, ყველაფერს ივანიშვილს დააბრალებენ.

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

16:27 05-13-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved