• რეკლამა
  • კონტაქტი
05:52, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემი ძმა რომ გარდაიცვალა, მამაჩემმა დედაჩემიც კი არ დაუშვა შვილის დასატირებლად“

ალია ავტორი - ალია
22:30 03-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

„სტალინელთა კავშირის“ დამფუძნებელი, გრიგოლ ონიანი, სოციალურ ქსელში, წერს :

“ქართველ ხალხს ყოველთვის ჰქონდა თვითგადარჩენის ინსტიქტი, ეს ბუნების ჯილდოა თუ ქართველი კაცის გენეტიკური კოდი, მაინც ყველაფერი ბუნებიდან მოდის. ხელისუფლების ზრუნვა ხალხისადმი უკეთილშობილესი სამსახურია, რომელსაც უმაღლეს დონეზე ასრულებს ჩვენი მთავრობა, რისთვისაც ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკ-ცალკე უნდა უთხრათ მადლობა მათ.

თუ ჩემი ოჯახის პირადი მაგალითი რამით გამოგადგებათ ჯანმრთელობის დასაცავად მოგასენებთ, თუმცა ამის გახსენება არც ისე ადვილია ჩემთვის. ჩემზე სამი წლით ადრე დაბადებული, ჩემი უფროსი ძმა – ცოტნე ონიანი, 1935 წელს („ჟამიანობის“ ასე ეძახდნენ „ისპანკობას“ სვანეთში) ინფექციით დაავადდა, რის გამოც ოჯახის ყველა წევრი ნათესავებთან გაიხიზნა, ავადმყოფთან მხოლოდ მამაჩემი დარჩა, ასეთი შემთხვევა სოფელში უამრავი იყო. რადგან არანაირი წამალი არ შველოდა და არც იშოვებოდა, ხუთი წლის ცოტნე ონიანი გარდაიცვალა.

მამაჩემმა დედაჩემი, რომელიც მე მაშინ ძუძუს მაწოვებდა, ისიც კი არ დაუშვა შვილის დასატირებლად, არა თუ სხვა ოჯახის წევრი თუ ნეთესავი შემოუშვა სახლში.

თვითონ მამაჩემმა გარდაცვლილ შვილს გაუკეთა კუბო, მარტომ აიკიდა ზურგზე და გაუკვალავ თოვლში მარტო სასაფლაოს აღმართს შეუდგა. თვითონვე გაუთხარა თავის მამის საფლავის გვერდით შვილს საფლავი და თავის ბაბუის გვერდით დაასაფლავა. ერთი თვე გახიზნებული ოჯახი შინ არ დაბრუნებულა, რათა სახლიდან ჭირი გასულიყო (დეზინფექცია). სახლში მარტო მამაჩემი იყო, რომელიც თურმე საქონელს უვლიდა. ასე იყო საერთოდ, ინფექციურ სნეულებასთან ბრძოლა მთაში. სწორედ ხალხში ტრადიციად ქცეული ჩვევა, შედეგში ქვეყანაში კანონის სახეს იღებს. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ჩვენი ჩვევების შესაკავებლად სახელმწიფო კანონს გამოიყენებს. დიდი ბოდიშის მოდით და პატივისცემით, გრიგოლ ონიანი “

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved