• რეკლამა
  • კონტაქტი
22:45, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვიონი საქართველო“ ქართულმა ჰოლდინგმა „სიბიეს ჯგუფმა“ შეიძინა

ალია ავტორი - ალია
20:03 06-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
500

კომპანია „სიბიეს ჯგუფმა“ „ვიონი საქართველოს“ მფლობელ საერთაშორისო კომპანია VEON-თან, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. კომპანიის სათაო ოფისი ნიდერლანდებში- ამსტერდამში მდებარეობს და მისი აქციები NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე არის განთავსებული. გარიგების შედეგად, „ბილაინის“ ბრენდის სახელით ცნობილი მობილური კავშირის კომპანიის 100%- იანი წილის მფლობელი, სრულად ქართული ბიზნესჯგუფი გახდა. კერძოდ, საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ბიზნეს ჰოლდინგის – „სიბიეს ჯგუფის“ დამფუძნებელ ხვიჩა მაქაცარიასა და „ვიონი ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ვოთერთრაილ ინდასტრისსა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100%-იანი წილები, ქართველი ბიზნესმენის მფლობელობაში გადავიდა.

სადღეისოდ, „ბილაინის“ მომხმარებელთა რაოდენობა 1.4 მლნ. შეადგენს. კომპანია წამყვანია საქართველოში საკუთარი მომხმარებლის მიერ ინტერნეტის გამოყენების მიხედვით, რომელიც 76%-ს შეადგენს და ასევე, პირველ ადგილზეა 4G ტექნოლოგიის გამოყენების მაჩვენებლითაც – „ბილაინის“ ინტერნეტის მომხმარებელთა 92.5% 4G -ს იყენებს.
„სიბიეს ჯგუფის“ მიზანია შექმნას ძლიერი, ქართული, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომპანია, რომელიც სწორი ინვესტიციისა და გადაწყვეტილებების მეშვეობით, მომხმარებელს შეუქმნის კომფორტს და გაუწევს მეგზურობას ციფრულ სამყაროში. ორგანიზაციის პრიორიტეტი კვლავ იქნება ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვა, რომლებიც რეალურად დაეხმარება ადამიანებს ყოველდღიური საჭიროებების გადაწყვეტაში და დასახული მიზნების სწრაფად და ეფექტურად მიღწევაში“, განაცხადეს „სიბიეს ჯგუფში“. „კომპანიის ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, დაიგეგმება ბრენდის ცვლილებაც, რაც გულისხმობს ახალი სახელწოდებით ოპერირებასა და ბრენდის იდენტობის განახლებას“.
„ბევრი საინტერესო და შორსმიმავალი გეგმა გვაქვს. ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ იმას, რისთვისაც მომხმარებელს „ბილაინი“ უყვარს და მას ირჩევს. ეს არის საუკეთესო ციფრული პროდუქტებისა და გადაწყვეტის მიწოდება, 4G ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობა და გავრცელება, მომხმარებელზე ორიენტირებულობა და სიმარტივე. ჩვენს გამოცდილ გუნდთან ერთად გავაგრძელებთ აქტიურ მუშობას ქსელის გაძლიერებასა და მოდერნიზაციაზე და ციფრული ეკოსისტემის კიდევ უფრო განვითარებაზე“, თქვა ლაშა ტაბიძემ, ბილაინის გენერალურმა დირექტორმა.

თეგები: ვიონი საქართველო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved