• რეკლამა
  • კონტაქტი
16:16, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივის

ალია ავტორი - ალია
20:46 06-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,809

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ბრედ პიტი თავის ყოფილ ცოლს ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივის, პიტი ირწმუნება, რომ ჯოლიმ კომპანია Château Miraval SA-ში წილი მასთან შეუთანხმებლად გაყიდა. ეს მეღვინეობის კომპანია საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ვენახებს ფლობს. ამის შესახებ nypost.com იუწყება.

პიტმა სარჩელი კალიფორნიის უზენაეს სასამართლოში შეიტანა.

პიტმა და ჯოლიმ საფრანგეთში ვენახი და სახლი როგორც ოჯახური ბიზნესი, ისე შეიძინეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ Miraval-ის წილებს ურთიერთთანხმობის გარეშე არ გაყიდდნენ,“ – წერია სარჩელის დოკუმენტებში. შესაბამისად ბრედი ანჯელინას ამ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

„ვენახი პიტის ნამდვილი გატაცება გახდა. ასევე, ეს ძალზე მოგებიანი ბიზნესი იყო – პიტის ხელმძღვანელობით მას მილიონობით დოლარის მოგება მოჰქონდა და ეს კომპანია მსოფლიოში ვარდისფერი ღვინის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი გახდა. ამავდროულად ჯოლის კომპანიის წარმატებისთვის არაფერი გაუკეთებია. პიტმა ბიზნესში ინვესტიციებიც განახორციელა, და წილის გაყიდვისას ჯოლის, პირველ რიგში, ის სწორედ ბრედ პიტისთვის უნდა შეეთავაზებინა“, – აცხადებენ ბრედ პიტის ადვოკატები.

ანჯელინა ჯოლიმ კი 2011 წელს საკუთარი წილი კომპანია Tenute del Mondo-ს მიჰყიდა, რომელიც Miraval-ის პირდაპირი კონკურენტია და ამ ბიზნესის ხელში ჩაგდებას ცდილობდა. Mondo რუს ოლიგარქთან იური შეფლერთან არის დაკავშირებული, რომლის ბიზნესი – არაყი Stolichnaya უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ სანქციების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

ბრედ პიტი აცხადებს, რომ მას ჯოლის წილის ყიდვის უპირატესი უფლება ჰქონდა, რაც დოკუმენტურად იყო გაფორმებული და ის მზად იყო ყოფილი მეუღლის წილი გამოესყიდა.

ბრედ პიტის თქმით, ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ მან და ჯოლიმ ამ წილის შესახებ წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწიეს, მაგრამ პიტის მიერ ბავშვებზე მეურვეობის უფლების მიღების შემდეგ ჯოლიმ განუცხადა, რომ ისინი  Miraval-ში წილთან დაკავშირებით მოლაპარაკებას წყვეტენ.

თეგები: ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისასამართლო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved