• რეკლამა
  • კონტაქტი
10:58, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ინერციით ერთი ხანი კი ვიყენებდი ნიღაბს, მაგრამ…” – რომან გოცირიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ალია ავტორი - ალია
13:54 06-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
163

“ენმ”–ის წევრი, რომან გოცირიძე:

“როცა კორონა მორჩა თუ მილევისაკენ წავიდა, სწორედ მაშინ შემეყარა. აქამდე რომ გადავრჩი სამ რამეს ვუკავშირებ: აცრებს (სამჯერ), წესების ზედმიწევნით დაცვას (განსაკუთრებით პირბადე) და შემთხვევითობას (ანუ იღბალს).
როცა ანტივაქსერი მთავრობის მიერ საყოველთაო ნიჰილიზმი დამკვიდრდა ქვეყანაში წესების მინიმალურად დაცვის მხრივ, მართლაც უკვე აზრი აღარ ჰქონდა ნიღბის ტარების მოთხოვნის შენარჩუნებას. ინერციით ერთი ხანი კი ვიყენებდი (ეულად ვიჯექი პარლამენტის სხდომაზე პირბადიანი), მაგრამ მერე შევეშვი. სასაცილო თეთრი ყვავის როლში ვიყავი. იმდენად სიფრთხილის გამო კი არა, პრინცების გამო ვმოქმედებდი ასე.
დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად მომიწევდა ომიკრონთან შეხვედრა, რადგან ვარ რაციონალური ლოგიკის მიმდევარი და კარგად მაქვს შესწავლილი ალბათობის თეორია:))
იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის, რადგან იმავე ალბათობის თეორიისა და ბუსტერის წყალობით, იღბალი, ანუ იგივე ალბათობა არ მაქცევს ზურგს:))
კორონავირუსმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. პირადად ჩემთვის ადამიანებსაც-პოლიტიკოსი იქნება ეს, მღვდელი თუ ჩველებრივი პროვაქსერი თუ ანტივაქსერი.
პატარა საქართველოში ვირუსმა იმსხვერპლა 16 800 ადამიანის სიცოცხლე, რაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით. ამაში დამნაშავე არის ხელისუფლებაც და საზოგადოების საკმაო ნაწილიც.
ბევრი, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, იმით ამაყობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში პირბადე არ გამოუყენებია. ამით თურმე “თავისუფლებას” უდგამდა ცოცხალ ძეგლს. სინამდვილეში კანონს არღვევდნენ და სამართლებრივი ნიჰილიზმის დანერგვაში იღებდნენ მონაწილეობას.
“ნიღაბს არ გავიკეთებ” იმაზე მეტი გოიმობაა, ვიდრე ძველბიჭური “ქუდს არ დავიხურავ, ქოლგას არ დავიჭერ”.
კორონები მიდიან და მოდიან. იმედია, ახალ მოსვლას უფრო მომზადებული შევხვდებით და უფრო გამდიდრებული ჭკუით.”
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved