• რეკლამა
  • კონტაქტი
07:09, შაბათი, 6 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საპატრიარქო, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის  წერილს ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
18:02 06-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
383

საპატრიარქო, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის  წერილს ავრცელებს:

„პატრიარქის ნათლულების გუნდის დაარსებიდან 5 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ა.წ. 5 ივნისს მისი უწმინდესობის ნათლულთა გუნდმა საიუბილეო კონცერტი ჩაატარა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ღონისძიებაზე შესრულდა საგალობლები, ქალაქური და ხალხური სიმღერები, ასევე პატრიარქის დაწერილი „წმინდაო ღმერთო“ და „კირიელეისონ“.

აღსანიშნავია, რომ პატრიარქის ნათლულების გუნდი „საგალობელი“ 2017 წელს შეიქმნა. დღეისთვის გუნდში 120 მოზარდია გაწევრიანებული. ბავშვების დიდი სურვილისა და დაინტერესების გამო ქ-ნ მაია მიქაბერიძის ხელმძღვანელობით პატრიარქის ნათლულების გუნდები რეგიონებშიც შეიქმნება.

ნათლულების გუნდს იუბილე მიულოცა და დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

„ჩემი ნათლულების ანსამბლს:

ჩემი ნათლულების ფოლკლორულ ანსამბლს გულითადად ვულოცავ დაარსებიდან 5 წლის იუბილეს. ეს დრო, მართალია, მეტად მცირეა სახელის დასამკვიდრებლად, მაგრამ თქვენი ხელმძღვანელის, ქ-ნ მაია მიქაბერიძის თავდაუზოგავი, უანგარო შრომით, თქვენ უკვე თითქმის ყველა გიცნობთ როგორც ქართული გალობისა და სიმღერის გამორჩეულ შემსრულებლებს.

მინდა გითხრათ, რომ დღეს აღვნიშნავთ საქართველოს პირველი წმინდა მეფე-დედოფლის, მირიანისა და ნანას, მეფეყოფილი დამიანეს, – ღირსი დემეტრეს და მცხეთისა და სრულიად ივერიის წმინდა მთავარეპისკოპოს იოანეს ხსენებას; ასევე დღეს (შაბათ-კვირას) არის წმინდა დავით წინასწარმეტყველის (მეფსალმუნის) დაბადებისა და გარდაცვალების დღე და მოსე წინასწარმეტყველის მიერ ათი მცნების მიღების დღე.

გილოცავთ და გლოცავთ!

შევთხოვ ღმერთს, ამ წმინდანთა მეოხებით არ მოგკლებოდეთ უფლის შეწევნა, იმრავლოს „ნათლულების“ რიცხვმა და იყავით წარმატებული, განსაკუთრებით სულიერ ცხოვრებაში, რათა ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად და ქართული ტრადიციების დამცველებად აღიზარდოთ“.

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: ილია მეორენათლულებისაპატრიარქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved