• რეკლამა
  • კონტაქტი
22:08, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს მუხლები, რის გამოც გვარამია დაპატიმრეს, დასჯადად მუხლებად 2006 წელს შეიტანეს სს კანონში, როცა თავად გვარამია იყო რეფორმების ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი!“ – ვალერი გელბახიანი

„როცა რაღაცას აკეთებ სხვის წინააღმდეგ, უნდა ივარაუდო, რომ ეს ბუმერანგი შენც მოგიბრუნდება!“

ალია ავტორი - ალია
19:08 06-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,367

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ რას იტყვით? როგორც იურისტი, ხომ გაეცანით მის საქმეს, იმ ბრალდებებს, რომელთა გამოც ციხეში ზის. მისი მომხრეები ამბობენ, რომ არც ერთი მუხლში, რომლითაც გაასამართლეს, დამნაშავე არ იყო. თქვენ თუ დაინახეთ სისხლის სამართლის დანაშაულის შემადგენლობა რომელიმე ბრალდებაში?

– 2018 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართე, რომ ეგ მუხლები არ იყო კონსტიტუციური, არ წარმოადგენდნენ ისეთ ნორმებს, რომლებიც სისხლის სამართლის წესით არის დასჯადი. კერძო სამართლის ურთიერთობის საგანი, რომელიც სამეწარმეო კანონშია გაწერილი. ასევე, არის ადამიანის უფლებების დამატებით ოქმში. იქ პირდაპირ წერია, არ შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნა დაწესდეს ამგვარი ტიპის, სამეწარმეო ურთიერთობებში. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩემი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სამწუხაროდ,  „საქართველოს სისხლის სამართლის კანონში“,  2006 წელს, ცვლილებები განხორციელდა და ეს მუხლები შემოვიდა, როგორც დასჯადი მუხლები. სხვათაშორის, ეს იმ დროს ხდება, როდესაც ნიკა გვარამია იყო რეფორმების ჯგუფის არათუ წევრი, ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მე ვაფრთხილებდი, არ მიიღოთ ეს კანონი, ეს მუხლები არ შეიტანოთ კოდექსში, როგორ სისხლის სამართლის წესით დასჯადი. პროკლამაციებიც გავავრცელე, თუ გახსოვთ, რომ არ მისცეთ ამ კანონს, ამ უკანონობას ხმა, ეს თუ გააკეთეთ, ეს აქლემი თქვენს სახლებთანაც დაიჩოქებს-მეთქი. ამის გამო, ფეხების ბრახუნი ატეხეს პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა და ლამის მოღალატედ გამომაცხადეს. ხომ ხედავთ, სად ამოყო თავი ნიკა გვარამიამ. მასთანაც დაიჩოქა იმ აქლემმა და ვაფრთხილებდი მას და მისი გუნდის წევრებს. არ დამიჯერეს, თავანთი გაიტანეს. ასე, რომ როდესაც გაუთვლელად აკეთებ რაღაცას სხვის წინააღმდეგ, უნდა ივარაუდო, რომ ეს ბუმერანგი შენც მოგიბრუნდება.

– კი, „ნაციონალებს“ ბევრი რამ მოუბრუნდათ უკან, რასაც არ ელოდნენ. არა მარტო ნიკა გვარამია, მათი დიდი ნაწილი იმ მუხლებით გაასამართლეს, რომლებიც ადრე ადმინისტრაციულ კოდექსში იყო და სისხლის სამართლის კოდექსში გადაიტანეს.

– კი, ნამდვილად ასეა. ნიკა გვარამიას რაც შეეხება, მე პატივს ვცემ, აშკარად ნიჭიერი ადამიანია, უკანონოდ არის დაპატიმრებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გავიხსენოთ, რა წვლილი მოუძღვის იმ კანონმდებლობის შექმნაში, რომელმაც პირველი ის დასაჯა.

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved