• რეკლამა
  • კონტაქტი
02:27, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ იყო დასავლეთი ასეთი წინდაუხედავი? რატომ არ სურს დღესაც ზოგ ლიდერს, დიქტატორს უწოდოს დიქტატორი?” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
21:14 05-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
551

ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სიტყვით გამოვიდა და თქვა:

 

“ბატონო პრეზიდენტო,

ქალბატონებო და ბატონებო,

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უახლოესი დღეები, კვირები და თვეები პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინაში და მის მიღმა –  შეცვლის ჩვენი კონტინენტის ბედს.

და მაინც, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არ ვიცოდით. ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, რადგან უკრაინა არ არის კგბ-ის ოფიცერ პუტინის შეშლილი ამბიციების პირველი მსხვერპლი.

2008 წელს ის თავს დაესხა ჩემს ქვეყანას, რომლის 20% დღემდე ოკუპირებულია. ზოგიერთები დასავლეთში ცდილობდნენ საქართველო წარმოეჩინათ აგრესორად. რაც შეცდომაა! რაც სიცრუეა!

საქართველო 2008 წელს იყო მხოლოდ მოთელვა 2014-ის და 2022-ის წინ.

რატომ იყო დასავლეთი ასეთი წინდაუხედავი? რატომ არ სურს დღესაც ზოგიერთ დასავლელ ლიდერს, დიქტატორს უწოდოს დიქტატორი? და ბოლოს ბოლოს ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას?

რეალიზმის, და ზოგჯერ გამბედაობის არქონას მივყავართ ტრაგიკულ შედეგებამდე. უკრაინა. და ახლა ისევ საქართველოც.

საკუთარ თავზე შეყვარებულმა გაზპრომის  ოლიგარქმა მიიტაცა ქართული სახელმწიფო და ქვეყანას თავის პირად საკუთრებად მიიჩნევს.

ზუსტად ერთი წლის წინ ვიყავი ციხეში. სწორედ ევროკავშირი იყო ის, ვინც გადაიხადა ჩემი გირაო, როგორც ჩემი თავისუფლების ფასი.

თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ დამნაშავე ვარ. დამნაშავე ვარ, რომ წარმოვადგენ მათ, ვისაც სჯერა ევროპული და დემოკრატიული საქართველოსი.

დამნაშავე ვარ რომ ვიცავ მთავრობის პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მსხვერპლებს:

– პოლიტიკურ ლიდერს, როგორიც არის საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანა ამოიყვანა პოსტ-საბჭოთა სიბნელიდან, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც პირველი აღუდგა წინ პუტინის იმპერიალისტურ ოცნებას რეგიონში სრულ დომინაციაზე, და რომელიც დღეს სიკვდილის პირას მყოფი, საკუთარ აჩრდილად არის ქცეული, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად.

– საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს, როგორიც არის ოლიგარქიული რეჟიმის კრიტიკისთვის ახლახანს დაპატიმრებული მთავარი დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია.

დამნაშავე ვარ, რომ წარმოვადგენ ჩემს თანამოქალაქეებს, რომლებსაც რცხვენიათ, რომ საკუთარ ხელისუფლებას ვერ ხედავენ უკრაინისა და უკრაინელებისადმი მიმართულ საყოველთაო ტალღაში.

და ბოლოს, დამნაშავე ვარ, რომ უარს ვაცხადებ დავინახო, თუ როგორ ეშვება ჩემი ქვეყანა პუტინის მიერ დაპირებული ახალი რკინის ფარდის ბნელ მხარეს.

ბატონო პრეზიდენტო,
თქვენ, მე და სხვებმა ამ დარბაზში კარგად ვიცით რუსული ბატონობის ფასი.

არც იმედი, არც მომავალი, არც სიცოცხლე.

ქართველ ხალხს, ისე როგორც არასდროს, გვინდა ევროპა. ჩვენ გვჭირდება ევროპის თანადგომა, რომ დავამარცხოთ სახელმწიფოს მიტაცება.

ჩვენ გვინდა ევროპა, რადგან ჯერ კიდევ ვოცნებობთ თავისუფლებაზე, საერთო კეთილდღეობაზე, მშვიდობიან მომავალზე.

ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, გაუღოს კარი საქართველოს.

ვიცით, რომ ეს გზა იქნება გრძელი და რთული, მაგრამ ჩვენ ის ერთად უნდა გავიაროთ. დღევანდელი ოლიგარქიული რეჟიმი არის მძიმე დაბრკოლება, მაგრამ თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ ამასაც გადავლახავთ.

ზოგიერთებს უნდათ, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ბრძოლა, მაგრამ ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას, ჩვენ არასდროს გავიქცევით, ჩვენ არასდროს მივყვებით დინებას!

გმადლობთ ყურადღებისთვის”,

 

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved