• რეკლამა
  • კონტაქტი
11:55, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე რაც ვთქვი, ეს არის ის, რაც თქვა ბარათაშვილმა, ჭავჭავაძემ, ო, როგორ არ უნდათ ამის გაგონება, აბა, ახლა ილიას ხომ არ დაუწყებენ” – ბერძენიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:04 05-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,418

კვირაზე მეტია, საზოგადოება განიხილავს ლევან ბერძენიშვილის ნათქვამ ფრაზას ერეკლე მეორეზე: თელავში ერეკლე მეორეს მხარდასაჭერად აქცია გამართეს, ინტერნეტში კი პეტიცია შეიქმნა მოთხოვნით, აეკრძალოს ლიტერატორს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის.

ლევან ბერძენიშვილი:

“პრობლემა იმაში, რომ ხალხს სერიოზულად ჰგონია, რომ ლევან ბერძენიშვილმა თქვა რაღაცა ერეკლეზე ახალი. მე რაც ვთქვი, ეს არის ის, რაც თქვა ნიკოლოზ ბარათაშვილმა, ილია ჭავჭავაძემ, რომელმაც თქვა, რუსეთთან შეერთება საქართველოს სიკვდილი იყო. ო, როგორ არ უნდათ ამის გაგონება, მაგრამ, აბა, ახლა ილიას ხომ არ დაუწყებენ.

ივანე ჯავახიშვილმა თქვა, რაც იყო ტრაქტატი და რაც ქნა იმ კაცმა, ჩემთან რა პრეტენზია აქვთ?

ეს ყველაფერი კეთდება ბიძინას საამებლად და ერეკლე არაფერ შუაშია, იმავე გამოსვლაში ბიძინაზე იყო კრიტიკული ნათქვამი: “ასეთი უწიგნური ხელისუფლება ჩვენ ჯერ არ გვყოლია, ჩვენ გვყავს ფაქტობრივი ხელმძღვანელი, რომელმაც არ იცის არც ერთი ენა, მათ შორის, ქართული, ბიძინა ივანიშვილმა არ იცის ქართული, არ იცის რუსული, არ იცის ფრანგული, არც ერთი ენა არ იცის და რომ ლაპარაკობს იმერულ დიალექტზე, ისიც არ იცის.”

დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი ერთი ადამიანი არ მოიძებნა, რომელიც იტყოდა რომ, კი, სისულელე თქვა, დეგენერატია, მაგრამ სტუდენტებთან… ერთი არ მოიძებნა, წარმოგიდგენიათ?

თუ წამართმევენ სტუდენტებთან მისვლის უფლებას, რამენაიდან სხვანაირად მივალ, იმიტრომ, რომ მე ამ ლაპარაკს ვერ მოვიშლი, სანამ ცოცხალი ვარ.

თუ ჩვენ საზოგადოებს ის ჭირი ჭირს, რაც ჭირს, უნდა გამოვლინდეს კიდევაც, ძალიან კარგია, რომ გამოვლინდა, ძალიან კარგია, რომ თელავში ტუალეტს დაახატეს ჩემი პორტრეტი.

მადლობა, რომ ჩემი ოჯახის წევრებს ჯერჯერობით არავინ არ დასხმია თავს.

მე ვიცი ერთი რამ, თუკი საზოგადოებას ასეთი რამე ჭირს და თუკი საზოგადოება მშვიდად უყურებს, რომ იდიოტები ადგენენ პეტიციას, ის საზოგადოება ავადაა.

ქართული ოცნების მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი, მორალურად არ არის სიმაღლეზე, აი, ასე ვიტყვი, ფრთხილად.”

წყარო – რადიო თავისუფლება

http://

თეგები: ბიძინა ივანიშვილილევან ბერძენიშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved