• რეკლამა
  • კონტაქტი
19:31, ორშაბათი, 17 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბუნებრივი აირი და ნედლი ნავთობი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ პალადიუმი, ნიკელი, ტიტანი, ნეონი – შეუცვლელია!” – გიორხელიძე

ალია ავტორი - ალია
16:59 05-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,541

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე, რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტს ეხმაურება და წერს:

“ბუნებრივი აირი და ნედლი ნავთობი?!
ცხადია, ეს ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ადრე თუ გვიან
(უფრო გვიან!) სადღაც ჩაანაცვლებ, მაგრამ
პალადიუმი,
ნიკელი,
ტიტანი,
ნეონი –
შეუცვლელია!
დომინირებული მიმწოდებლები რუსეთი და უკრაინაა (ნეონის).
ამ რესუსრების მიწოდებებზეა დამოკიდებული მსოფლიოს ტექნოლოგიური დარგი (მთლიანად!), ხოლო
ენერგეტიკულ კრიზისთან ერთად საქმე უაღრესად
საშიში მიმართულებით ვითარდება!
რა საჭიროა ეს ყველაფერი და რაში გამოიყენება?
ნეონი, პალადიუმი, ნიკელი, ტიტანი –
პირველი სამი – საბაზო ელემენტია ახალი ციფრული ტექნოლოგიებისა და დეკარბონიზაციისათვის.
პალადიუმი (!), ნიკელი, ტიტანი – შეუცვლელია აერო-კოსმოსური წარმოებისათვის!
შეუცვლელი!
ამ რესურსების მიწოდების შეფერხება ანდა არასაკმარისობა, საგანგაშოა, რადგან კომპონენტები მათ საფუძველზე აუცილებელია მიკროჩიპების, ლითიუმ-იონური აკუმულატორების, ტელეფონების, უჟანგავი ფოლადების, ელემენტების (ე.წ. “ბატარეები”), სასროლი იარაღის, ტანკების, თვითმფრინავებისა და რაკეტების წარმოებისათვის, მზის ელემენტების და ქარის ელექტროსადგურების დასამზადებლად.
თუ ამ მიმართულებით რაიმე შეფერხდა, დამოკიდებულება ბუნებრივი აირსა და ნავთობისადმი გაიზრდება!
ნეონის ძირიად მწარმოებელი რუსეთია (ეს ჯერ კიდევ სსრ კავშირის დროს მოხდა). საწარმოო სიმძლავრეები ნეონის გასაწმენდად აგებულია და წარმატებით ფუნქციონირებდა უკრაინაში – 2020 წელს, მსოფლიო ნეონის 65% წარმოებული იქნა საწარმო “აისბლიკში” (ოდესა, მოსკოვი), აგრეთვე მსოფლიო ნეონის 5% ომამდე იწარმოებოდა მარიუპოლში (2022 წ. – საწარმო “ინგაზი” (მარიუპოლი).
აქ არაფერს ვამბობ ატომურ ტექნოლოგიებზე (საწვავი ატომური ელსადგურებისათვის, სადაც მონოპოლია რუსეთს უჭირავს) და ა.შ.
ამას ყველაფერს ერთი რამისთვის ვწერ:
რეალურად ვიცოდეთ ქვეყნების ერთმანეთზე დამოკიდებულება და არ გავხდეთ იმ გონებადამთხვეულობისა და იდეოლოგიურ-ორიენტაციული ხუნტრუცის მსხვერპლი, რომელმაც ლამის წალეკა საქართველო!
ფუძე – გაუნათლებლობაა ამ ნაგავისა, და მას წინააღმეგობა სჭირდება, სულ რომ არ დაიღუპოს და გაქრეს ქართული სახელმწიფო!”
თეგები: დემურ გიორხელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
ახალი ამბები

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

17:19 11-17-2025
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა
ახალი ამბები

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

15:24 11-17-2025
რა შემთხვევაშია უსაფრთხო თვალშიდა ინექციები? – ორი კრიტერიუმი, რომელიც უნდა დაიცვას კლინიკამ
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია უსაფრთხო თვალშიდა ინექციები? – ორი კრიტერიუმი, რომელიც უნდა დაიცვას კლინიკამ

14:00 11-17-2025
თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს
ახალი ამბები

თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს

13:40 11-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved