• რეკლამა
  • კონტაქტი
06:47, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

” ოკუპანტებმა სევეროდონეცკი დაბომბეს, არის მსხვერპლი, ახლა ბრძოლები ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს” – გაიდაი

ალია ავტორი - ალია
13:53 05-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
322

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი დაბომბეს. რუსების იერიშებს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 პირი კი დაიჭრა. აგრეთვე, 50 სახლი განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

“რუსი სამხედროები ქალაქ სევეროდონეცკის ცენტრისკენ მიიწევენ. მათ თავიანთი ძალები ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაამყარეს და ცდილობენ, რომ სევერდონეცკი და ლისიჩანსკი ალყაში მოაქციონ. სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და სიტუაცია ძალიან რთულია. რუსები სევეროდონეცკში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას აგზავნიან”. – ამბობს გაიდაი.

მოგვიანებით გაიდაიმ ისევ გაავრცელა ცნობა იმაზე, რომ რუსეთის სამხედრო ძალები, სევეროდონეცში სიღრმისკენ მიიწევენ და ბრძოლები უკვე ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს.

“ქალაქში სამი ექიმი დაიკარგა, მხოლოდ დაზიანებული სასწრაფოს მანქანა იპოვეს. ქალაქის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა თითქმის 100%-ით განადგურებულია, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების 90%, საიდანაც 60% კრიტიკულ მდგომარეობაშია. ლისიჩანსკი უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. ლისიჩანსკ-ბახმუტის მარშრუტი ჩვენია, მაგრამ ძალიან დაბომბილია და გადაადგილება საშიშია”. –  წერს გაიდაი Facebook-ზე.

თეგები: სევეროდონეცკისერგეი გაიდაი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved