• რეკლამა
  • კონტაქტი
02:52, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობას მიმართავთ, გამოსვლის ტექსტში აშკარა შეცდომაა..ჩვენთან საქართველოს მოქალაქეები არ არიან „ – მედოევი ზურაბიშვილს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
15:47 05-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,144

 ” ეხო კავკაზა” ავრცელებს ინფორმაციას,  რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ 26 მაისს გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმად ზურაბიშვილმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ჩვენი მოქალაქეები უწოდა. 

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი მედოევმა ზურაბიშვილის სიტყვებს უპასუხა, რომლის მიხედვით საქართველო არც სამხრეთ ოსეთის, არც აფხაზეთის წინააღმდეგ არანაირ ძალისმიერ ქმედებებს არ გეგმავს. ასევე ზურაბიშვილმა ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას „საქართველოს მოქალაქეები“ უწოდა.

„თუ ქალბატონი ზურაბიშვილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობას მიმართავს, მისი გამოსვლის ტექსტში აშკარა შეცდომაა. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ეს ყველამ იცის“ – განაცხადა მედოევმა. მან ასევე ვარაუდი გამოთქვა, რომ ზურაბიშვილი საქართველოს ოსი ეროვნების ადამიანებს გულისხმობდა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. „მათ ქართული „ბაირაქტარები“ ნამდვილად არ დაბომბავენ“ – ამბობს მედოევი. 

მედოევმა 2008 წელს ერთ-ერთი ქართველი მაღალჩინოსნის განცხადება გაიხსენა, რომელიც ამბობდა – „დედას გეფიცებით ჩვენ ომს არ ვაპირებთ’. „რას უნდა ველოდოთ ზურაბიშვილის განცხადებიდან ამჟამად?“ –  შეკითხვას სვამს მედოევი.

 სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტარი ცხინვალის პარალელურად, სოხუმშიც გააკეთეს. როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, „საქართველოს ხელისუფლების პაციფისტური რიტორიკა ეჭვებს იწვევს“.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთში პროვოკაციის მცდელობაში დაადანაშაულა. „რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ჩვენს შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება.

„რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას, და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციას“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ჩვენი მოქალაქეები უწოდა.

თეგები: სალომე ზურაბიშვილისამხრეთ ოსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved