• რეკლამა
  • კონტაქტი
13:37, ორშაბათი, 28 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ომში წას­ვლას აი­ძუ­ლე­ბენ შშმ პი­რებსაც, იტაცებენ კაცებს, ჯერ “სა­ი­დუმ­ლო ცი­ხე­ში“ მიჰ­ყავთ, რომ ომში იძულებით გაგზავნონ” – ჩეჩენი უფლებადამცველები

ალია ავტორი - ალია
14:21 05-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

 ჩეჩნეთის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­აებში აცხა­დე­ბენ, რომ ჩეჩ­ნეთ­ში მა­მა­კა­ცებს იტა­ცე­ბენ და შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში ომში ჩარ­თვას აი­ძუ­ლე­ბენ. ამის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ბლო­გე­რე­ბიც. უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა თქმით, დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თეს ჩეჩ­ნე­თის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა და ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ, რომ კა­ცებს ომში “მო­ხა­ლი­სედ” წას­ვლას აი­ძუ­ლე­ბენ.

მა­თი­ვე თქმით, გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი ჯერ “სა­ი­დუმ­ლო ცი­ხე­ში“ მიჰ­ყავთ, სა­დაც მუ­ქა­რის შე­დე­გად აი­ძუ­ლე­ბენ, რომ გა­ა­ფორ­მონ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ Кавказ Реалии ავ­რცე­ლებს.

 ოპო­ზი­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა 1ADAT ჩეჩ­ნე­თის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან ასო­ბით გა­ტა­ცე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია “Vaifond”-ის გან­ცხა­დე­ბით კი, ბოლო დროს მათ მი­ი­ღეს ათო­ბით მი­მარ­თვა ჩეჩ­ნე­თის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­გან იმის შე­სა­ხებ, რომ მათი ოჯა­ხის წევ­რებს ომში წას­ვლას აი­ძუ­ლე­ბენ. – წერია  გამოცემაში.

 Кавказ Реалии წერს, რომ ომში წას­ვლას ასე­ვე აი­ძუ­ლე­ბენ შშმ პი­რებს. “ყვე­ლა­ფე­რი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ხდე­ბა“

 ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ბლო­გე­რი ის­ლამ ბე­ლო­კი­ე­ვი ადამიანების ომში წაყვანის მიზნით გა­ტა­ცე­ბის ათო­ბით და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ რე­ა­ლუ­რად, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია და მათ­გან უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავს.

ამის პარალელურად,  ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი, რამ­ზან კა­დი­რო­ვი რე­გუ­ლა­რუ­ლად აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­ებს, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია თუ რო­გორ გზავ­ნის ომში ე.წ. მო­ხა­ლი­სე­ებს. უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში კი ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი ჩე­ჩე­ნი ჯა­რის­კა­ცი ჰყვე­ბა, თუ რო­გორ ცდი­ლობ­და უარი ეთ­ქვა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თვა­ზე, მაგ­რამ სარ­დლო­ბამ აი­ძუ­ლა რომ ებ­რძო­ლა.

თეგები: კადიროვირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის:  გაიცანით მარიამ სტურუა
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით მარიამ სტურუა

12:26 07-28-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა:  სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა: სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით

16:10 07-25-2025
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:14 07-25-2025
Cashback-ის ყველაზე ცხელი აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის ყველაზე ცხელი აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის

14:57 07-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved