• რეკლამა
  • კონტაქტი
22:47, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ” – სამადაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:23 05-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
365

 პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა  სალომე სამადაშვილმა, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკური დებატებისას განაცხადა:

 

„რუსეთ-უკრაინის ომმა უნიკალური შესაძლებლობა გახსნა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მივიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატობის სტატუსი. სრულიად გეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენი განაცხადის წარმატებაზე, თუ წარუმატებლობაზე. წამოწყებულია საოცრად ბინძური კამპანია ოპოზიციისკენ ხელის გაშვერით საკუთარი წარუმატებლობის მოლოდინში. თქვენი ხელისუფლების დამსახურებით არცერთ თქვენგანს არ გაგაჩნიათ არანაირი ნდობა ევროპაში და ყველამ იცის, რომ თქვენ არავის სახელით არ საუბრობთ. დღეს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ევროკავშირში არის წარმოუდგენლად რთული, საქართველოს არ ლობირებს ევროკავშირის არცერთი წევრი სახელმწიფო.

750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ, სად არიან თქვენი მეგობრები და პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერები რომლებიც აცხადებენ, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ჩრდილოვან ოლიგარქებთან ევროკავშირი კონტრაქტებს არ დებს და თქვენ არავის არ წარმოადგენთ. რამდენჯერაც წახვალთ და უკან დაბრუნდებით, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ, გარდა იმისა, რომ მიიღებთ გრძელ სიას პრობლემების ჩამონათვალისა, რომელიც გადასაჭრელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა სადღაც გამოჩნდეს და წინ წავიდეს. მათ შორის არის მიშელის შეთანხმება, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გვარამიას დაპატიმრება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დაუბრუნდეთ მიშელის შეთანხმებას და შევეცადოთ გადავარჩინოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“.

სამადაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების გამოყენებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რაც მისი თქმით, ქვეყნის ევროპულ მომავალს სჭირდება.

„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს – გამოიყენეთ კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლება, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. თუ არავინ არ გისმენთ და არ გაქვთ შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინოთ მოვლენებზე, წადით მაშინ სახლში, რატომ ხართ ხელისუფლებაში და ოპოზიციისაკენ რას იშვერთ ხელს.“

თეგები: სალომე სამადაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved