• რეკლამა
  • კონტაქტი
12:46, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამის გავრცელებაში ფულია გადახდილი” – “რა არ მოგეწონა? კელი დეგნანას რომ შევეხე?” – ზურაბიშვილი და ხოფერია

ალია ავტორი - ალია
16:52 05-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,194

ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:

“ამერიკის ელჩმა დაუკვეთა ლევან ბერძენიშვილს საქართველოს პატარა კახის დისკრედიტაცია ნაცტელევიაზიაში მისი მოღალატედ გამოცხადების გზით, იმანაც შეასრულა ეს ანტიქართული დაკვეთა, მაგრამ ქართველმა ერმა მკერდით დაიცვა გმირი მეფე.

თუ გგონიათ ეს რაღაც უშნო ხუმრობაა, ძალიან ცდებით. ესაა სახელისუფლო მესიჯბოქსი, რომლის მოგონება-გავრცელებაში ფულია გადახდილი, ეჭვი მაქვს ჩვენი ფული.

და თუ რამის გამო უნდა დაისაჯოს ეს ხელისუფლება განსაკუთრებული სიმკაცრით, პირველ რიგში სწორედ ასეთი ნაბოდვარის მომგონ-დამჯერებელი ინფუზორიების აღზევებისთვის.”

 

 

დავით ზურაბიშვილის მის გვერდზეც და მოგვიანებით, საკუთარ გვერდზეც, პასუხობს ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია:

“დათო, გამარჯობა! დიდი ხანია არ შეგხმიანებივარ. ახლა ჩამიგდეს ეს პოსტი და გადავწყვიტე გიპასუხო.
ეს მე დავწერე! ამ დილით. რა არ მოგეწონა? კელი დეგნანას რომ შევეხე? თუ დაკვეთა რომ მიიღო ბერძენიშვბილმა? …და რამდენი ადამიანია საჭირო მოწმედ იმისა, რომ როდესაც დეგნანი ერეკლე მეფეს, როგორც რუსეთთან გაერთიანების ფუძემდებელს შეეხო, ბერძენიშვილმა ჰკითხა- თქვენ იცით ერეკლე მეფის შესახებო?… ეგ მოწმეები სულ თქვენები არიან, სულ თქვენები.
ახლა, რაც შეეხება ჩემი მხრიდან ოცნების დაკვეთის შესრულებას… მე პოსტებს არავინ მიკვეთავს! სხვათაშორის, არც იმ პოსტებს, რომელსაც ოცნების სამარცხვინო გადაწყვეტილებებს ვუძღვნი.
აი, რაც შეეხება არჩევნებში დახმარებას და გარკვეული ურეიტინგო კანდიდატის პარლამენტში მოხვედრისათვის საჭირო სამუშაოებს, 2018 წლამდე, ნამდვილად ვეხმარებოდი… თუმცა, ეგ შენც კარგად იცი… ღმერთმა შეგარგოს!…
P.S.
რაც შეეხება ინფუზორიების აღზევებას…
შენგან განსხვავებით, მე ერთი დღეც არ ვყოფილვარ ამ ხელისუფლების სამსახურში”
დავით ზურაბიშვილი:
“მარტო შენთან არ შემხვედრია. ტენდენციაა. ერთი ადამიანის აზრებს არ ვუძღვნი ხოლმე სტატუსებს და საერთოდ ვერიდები იმ ადამიანების პერსონალურად ხსენებას, ვისაც პირადად ვიცნობ და ასე თუ ისე ნორმალური ურთერთობა მქონდა ყოველთვის.
ხოლო შენ თუ სერიოზულად გჯერა, რომ ამერიკის ელჩი უკვეთავს ლევან ბერძენიშვილის ერეკლეს გინებას… რა უნდა ვთქვა?.. ვერაფერს ვერ ვიტყვი…”

 

თეგები: დავით ზურაბიშვილიხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved