• რეკლამა
  • კონტაქტი
23:43, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

RSF – ნიკა გვარამიას პატიმრობის განაჩენის გადახედვას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
15:07 05-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
247

ფოტო – მთავარი არხი

საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორების საზღვრებს გარეშე” (RSF) “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია ითხოვს გადაიხედოს ოპოზიციური ტელეარხის დირექტორის “უპრეცედენტო და სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი “უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების” გამო, რისთვისაც მას სამწელიწად-ნახევარით თავისუფლების აღკვეთა მიესჯა”.

RSF შეშფოთებულია მზარდი საფრთხეებით საქართველოში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის მიმართ.

“საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს პატიმრობა მიუსაჯეს. “მთავარი არხის” დირექტორი, ოპოზიციური ტელეკომპანია, რომელიც მან 2019 წლის 16 მაისს დააარსა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის ფინანსური ზარალის მიყენებისთვის, რომელსაც მანამდე რვა წლის განმავლობაში მართავდა. გვარამია უარყოფს ბრალდებას თანხების მითვისებაზე, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ში უნდა წასული და ბრალდებულად ცნობის გასაჩივრებას აპირებს”, – აღნიშნულია სტატიაში. 

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიერი ამბობს, რომ “ასეთი საეჭვო საფუძვლების მქონე საქმეში განაჩენისა და სასჯელის სიმძიმე მიუთითებს იმაზე, რომ იგი პოლიტიკურად მოტივირებული იყო ოპოზიციური მედიის დასუსტების მიზნით”. 

“ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება ავლენს არა მხოლოდ გარკვეულ პასიურობას პრესის თავისუფლებაზე თავდასხმების ფონზე, არამედ მზაობას – შეაფერხოს ოპოზიციური ჟურნალისტების მუშაობა.

ჩვენ მოვუწოდებთ სასამართლოებს დაუყოვნებლივ გადახედონ ნიკა გვარამიას განაჩენს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო საქართველოში ყველა მედიისთვის”, – ამბობს ის. 

სტატიაში “პორშეს მანქანის ეპიზოდთან” დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის თქმით, პროკურატურამ ვერ წარადგინა რაიმე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მტკიცებულება.

 

წყარო – მთავარი

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved