• რეკლამა
  • კონტაქტი
03:37, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სად იშოვა ივანიშვილმა თავისი კაპიტალის უდიდესი ნაწილი და აფინანსებდა თუ არა, რუსეთში ყოფნისას ფსბ-ს? – ლელა ჯეჯელავა

ალია ავტორი - ალია
02:40 05-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,271

ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:

 

“იმედს ვიტოვებ, რომ ირაკლი კობახიძის ბრიფინგის ადრესატები მართლაც წარმოადგენენენ კონკრეტულ და მყარ არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვები ქართული ოცნების პროდასავლურ კურსთან მიმართებაში. მაგრამ , როგორც ამ ქვეყნის ერთ რიგით მოქალაქეს, მეც მაქვს ჩემი კითხვები , რომელთაგან რამდენიმეს საჯაროდ დავსვამ:

1. რამ განაპირობა , რომ 2008 წლის შემდეგ საქართველო, რომლის ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, აღარ არის რუსეთის არამეგობარი ქვეყნების ჩამონათვალში?
2 რატომ არის ქართული ოცნების ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლებისა და პროპაგანდისტების საყოველთაო შექების ობიექტი. ვიცი, სავარაუდო პასუხი იქნება, რომ რუსეთსა ხელისუფლება ამ გზით ებრძვის ქართულ ოცნებას, რომელმაც მეორე ფრონტი არ გახსნა საქართველოში. კარგი იქნება, რომ შემხვედრ კითხვებზეც მივიღოთ პასუხები;
3. რატომ არ ებრძვის იგივე მეთოდებით სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს, მაგალითად ფინეთსა და შვედეთს , რომელთაც ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებით პრაქტიკულად გაუხსნეს მეორე ფრონტი რუსეთს.
4 . რატომ არ აქებენ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელიც მიუხედავად რუსეთთან გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულებისა, თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და უკრაინის მხარდასაჭერად?
5 რატომ წაიყარა საქართველოს მთელმა ხელისუფლებამ ნაცარი თავზე კერძო მედია კომპანიის ერთერთი ჟურნალისტის მიერ პუტინის შეურაცხყოფის გამო და რატომ იხდნინენ შუა ღამისას ბოდიშებს ერთმანეთის მიყოლებით და რატომ არ ხდება იგივე, როდესაც სახელისუფლო არხები ყოველდღიურად შეურაცხყოფენ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლებას?
6. ვის ეკუთვნის განცხადებები” ა) ომი უკრაინაშია, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს? ბ) სანქციები არ მუშაობს; გ) ამ ომის ბედი გადაწყვეტილია; დ) ჩვენ სანქციებს არ შევუერთდებით?
7 სად იშოვა ბიძინა ივანიშვილმა თავისი (თუ თავისია) კაპიტალის უდიდესი ნაწილი და რუსეთის რეალობიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო თუ არა ამ კაპიტალის დაგროვება რუსეთის ხელისუფლების ” კეთილი ნების” გარეშე?
8, თუ აბრამოვიჩი, ევტუშენკოვი, ფრიდმანი, დერიპასკა, უსმანოვი და სხვები არიან რუსი ოლიგარქები რა განსხვავებაა მათსა და ივანიშვილს შორის?
9 აფინანსებდა თუ არა, რუსეთში მყოფი ივანიშვილი ა)ფსბ-ს, ბ) გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას და ნიშნავს ეს თუ არა, რომ ის და მისი კაპიტალი არ იყო თავისუფალი რუსეთის შესაბამისი უწყებებისაგან?
10. რამ განაპირობა, რომ 2022წლის აპრილის თვეში, უკრაინის ომის დაწყებიდან 2 თვის თავზე, საქართველოდან რუსეთში ექსპორტმა თითქმის 175% ით მოიმატა? გაიზარდა თუ არა, საქრთველოში პროდუქციის წარმოება შესაბამისი თანაფარდობით?
11. გავიგე, რომ უკრაინას აწყობდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, მაგრამ აწყობდა თუ არა უკრაინის ფრონტზე ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ რუსეთს სხვა მიმართულებაზე ფრონტი? ცხადია, არა. მაშასადამე ვის ინტერესებში შედის პირველ რიგში ლოზუნგი ” ომი გინდათ?” რუსეთის – რომლისთვისაც ნებისმიერი ახალი ფრონტი სამხედრო, პოლიტიკური თუ დიპლომატიური მიმართულებით არის მისი წელში საბოოლოდ გადატეხვის ტოლფასი.
უკვე წერა მეზარება. დანარჩენს ალბათ მიმართვის ადრესატები დაამატებენ და უფრო მეტად შეიწუხებენ თავს, ვიდრე ეს ჩემი ექსპრომტად შექმნილი ჩამონათვალია.”

“გამოდით და საჯაროდ თქვით, რას არ ვაკეთებთ უკრაინისთვის” – ირაკლი კობახიძე

თეგები: ბიძინა ივანიშვილილელა ჯეჯელავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved