• რეკლამა
  • კონტაქტი
23:43, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გვარამიას მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას ციხიდან – ჩვენ არ ვიმსახურებთ ამ ხელისუფლებას, მაგრამ ვიმსახურებთ დაბრუნებას დასავლურ ოჯახში

ალია ავტორი - ალია
20:25 05-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
209

 მთავარი არხის გენერალური დირექტორის გზავნილი საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას, მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გამოიტანა: 

 

“მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის. თავს ვგრძნობ კარგად და მხნედ. დიდი გულისყურით და კმაყოფილებით ვაკვირდები იმას რომ ბოლო – ბოლო ყველას ჩამოეხსნა თავლებიდან ლიბრი და სრულიად გაქარწყლდა, აქამდე არსებული ყველა მცირედი ილუზიაც კი, რომ ქართველებს არ შეგვიძლია ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება. რომ ყველაფერი საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის ბრალია, რაშიც თითქოს ყველანი თანაბრად ვართ ჩართული და ყველანი დამნაშავე ვართ. არა და არა მეგობრებო!

დღეს მოვისმინე გერმანელი პროფესორის ჰანს გუთბროდის უნაკლო ანალიზი და მოწოდება, რომ საქართველოსთან მიმართებით, უნდა დავმარხოთ სიტყვა პოლარიზაცია. ეს მოწოდება პირველ რიგში, ჩვენს უცხოელ მეგობრებს მიემართება, რომლებიც ამდენი ხანი შეცდომაში შეჰყავდა ივანიშვილის მიერ მოგონილი პოლარიზაციის აბსურდს. სინამდვილეში, ეს ივანიშვილის მიერ შექმნილი მართვადი ქაოსია, რომლითაც ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს. აგერ უკვე რამდენი წელია და სამყაროს უქმნის არასწორ განცდას, თითქოს ჩვენ უმწეო და უუნარო ერი ვართ, რომელიც არ იმსახურებს ევროპულ ოჯახში ყოფნას. ჭეშმარიტად, რასაც ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, ეს არ არის ჰორიზონტალური პოლარიზაცია, ანუ დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის და ა.შ. ეს არის ვერტიკალური პოლარიზაცია, სადაც მაღლა პოლუსზე დამნაშავე ოლიგარქია თავისი ღრმად კორუმპირებული სისტემით და ჩინოვნიკებით, თავისი ასი ათასობით ბიუჯეტის პარაზიტებით, ვინც ხელფასზე ჰყიდის სამშობლოს; თავისი ექსტრემისტული ძალებით, ვინც არბევს, ცემს, ხოცავს, მის მიერ მიტაცებული სახელმწიფოთი, ხოლო ქვედა პოლუსზე ქართველი პატრიოტები, ანუ ყველა დანარჩენი, რომლის ერთ პოლუსზეა ე.წ. რუსკი მირი, ხოლო მეორე პოლუსზე ქართველი მედასავლეთეები. ესაა დაპირისპირება მოძალადესა და მსხვერპლს შორის.

ისმის კითხვა, როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება შენსა და შენი განადგურების მსურველს შორის, ან რაზე; როგორ უნდა მოხდეს ევროპული იდეის ირგვლივ გაერთიანება იმ დაჯგუფებასთან, ვისაც ამ იდეის არათუ არ სჯერა, არათუ ამ იდეის წინააღმდეგია, არამედ ღიად და აგრესიულად ეწევა ამ იდეის საბოტირებას როგორც იანუკოვიჩი 2014 წელს?

ქართული ოცნება არის არსებითად რუსული ძალა და ივანიშვილის მოდუს ოპერანდი არის აბსოლუტურად რუსული. მას არ ესმის მოლაპარაკება და შეთანხმების დაცვა, მასზე არ ჭრის დაყვავება და კომპრომისი. ის ამ ყველაფერს სისუსტედ აღიქვამს როგორც სხვა, ნებისმიერი რუსი. თავად შიშის მთესველი, საკუთარ გადაწყვეტილებებსაც ერთადერთი ინსტიქტის კარნახით იღებს, ესაა შიში და ამიტომ მას, როგორც ნებისმიერ სხვა რუსს, ძალის პოზიციიდან უნდა ელაპარაკო. ასე რომ, გამბედაობა და უშიშრობა გვმართებს. ჩვენი ისტორიული კომპასი მხოლოდ დასავლეთს აჩვენებს და არავითარი გადახვევა არ დაიშვება! ნებისმიერი წინაღობა ამ გზაზე, “რუსკი კარაბლის” გზას უნდა გავუყენოთ!

მივმართავ თხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობას: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რუსეთიდან მართული არაქართული ძალაა. ქართული ძალა კი ვართ ჩვენ, უძველესი ევროპელები- საქართველოს ხალხი! ჩვენ არ ვიმსახურებთ ამ ხელისუფლებას და ამ შეცდომას აუცილებლად და უსწრაფესად გამოვასწორებთ! მაგრამ ჩვენ ვიმსახურებთ დაბრუნებას ჩვენ ისტორიულ წიაღში, დასავლურ ოჯახში და ეს შესაძლებლობის ფანჯარა არ უნდა დაგვეხუროს!

ეს არის ყველა ქართველი პატრიოტის ნატვრა დღესაც და საუკუნეების განმავლობაში, და ეს არის საქართველოს ნათელი მომავლის ერთადერთი და უალტერნატივო გზა. ” ნათქვამია ნიკა გვარამიას მიმართვაში.

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved