• რეკლამა
  • კონტაქტი
02:23, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გვარამიამ გაკოტრების პირას მიიყვანა კომპანია, მზად ვარ, დიპლომატებს ვაჩვენო ის სამწუხარო რეალობა” – ქიბარ ხალვაში

ალია ავტორი - ალია
20:26 05-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,005

ტელეკომპანია “რუსთავი2” -ის მფლობელი, ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს:

 

“ყველამ კარგად იცის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ჩემი კუთვნილი კომპანია წამართვეს, თუმცა 2019 წლის ივლისში, მრავალწლიანი სამართლებრივი პროცესების შემდგომ, სამართლიანობა აღდგა და “რუსთავი 2” დამიბრუნდა.

წინა ხელისუფლების პერიოდში შედეგის მიღწევის არანაირი იმედი არ მქონდა, მაგრამ ვიცავდი ფორმალობას და სამართლებრივი ნაბიჯების მეშვეობით ვცდილობდი ჩემი უფლებების აღდგენას ადეიშვილის და გვარამიას პროკურატურაში.

მიუხედავად რამდენიმეწლიანი უწყვეტი ბრალდებებისა, თითქოს ჩემი დავა მედიაზე ზეწოლა იყო და მას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, 2019 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვერდიქტით ეს გამოირიცხა და დადასტურდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სწორად მომაკუთვნა “რუსთავი 2”-ის წილები.

მართლია, კომპანია დამიბრუნდა, მაგრამ დამხვდა ნაძარცვი და ვალებში ჩაძირული, ჩემს მიერ ჯერ კიდევ 2005-2006 წლებში შეძენილი ტექნიკის ამარა.

დავის დაწყებისთანავე ვიცოდი, რომ გვარამია და მისი თანამზრახველები ეცდებოდნენ ვალებით დაეხუნძლათ კომპანია, რომ მათი წასვლის შემდგომ, შეუძლებელი გამხდარიყო “რუსთავი2″-ს ფუნქციონირება. ჯერ კიდევ 2015 წელს, სამოქალაქო დავის დაწყებისას ვპროგნოზირებდით იმ შედეგს, რაც დაგვხვდა კომპანიაში 2019 წელს, თუმცა მაშინ ეს დავა ფასდებოდა, როგორც პოლიტიკური ზეწოლა მედიაზე და სასამართლო მოექცა ამ ე. წ. ნარატივის გავლენის ქვეშ და გააუქმა დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ მიღებული განჩინება. მაშინ, მე მსგავსი განცხადებებისთვის პასუხი არ გამიცია, მით უმეტეს, როცა საქმე განსახილველად სტრასბურგში იყო წასული. წლების შემდეგ კი საბოლოოდ დადასტურდა, რომ ქართული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებები სწორი იყო, თუმცა შექმნილი ფონისა და აჟიოტაჟის წყალობით, გვარამიამ მოახერხა და გაკოტრების პირას მიიყვანა კომპანია. საბედნიეროდ, ახალი მენეჯმენტის და ერთგული რუსთავიორელების უდიდესი ძალისხმევის შედეგად, არხმა განაგრძო მაუწყებლობა.

დღესაც არის მცდელობა შეიქმნას იგივე ფონი, თითქოს სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლის შედეგია. ახლა, წართმეული კომპანიის დაბრუნების შემდეგ, მსგავსი აჟიოტაჟის, სასამართლოზე მიტანილი ორკესტრირებული შეტევის გამო არის შანსი, რომ სასამართლო კვლავ მოექცეს გავლენის ქვეშ და არ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ჩემი მიზანი, ტელევიზიისთვის მოყენებული ზიანის ანაზღაურების გარდა, არის დადგინდეს სიმართლე ამ საქმეზე და ყველამ ობიექტურად და სამართლიანად აგოს პასუხი თავის მოქმედებებზე.

მე მესმის ჩვენი პარტნიორი და ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადებები სასამართლოს თუ მედიის თავისუფლების მიმართულებით, თუმცა ვფიქრობ, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს კონკრეტულ დანაშაულთან და არ შეიძლება, რომ მედიასაშუალების ხელმძღვანელის სტატუსი ალიბი იყოს ვინმესთვის, მით უფრო, როდესაც ამ თანამდებობაზე ყოფნისას მიზანმიმართულად აზიანებდა მედიასაშუალებას და მისი ჩადენილი დანაშაულიც მედიასაშუალების წინააღმდეგ იყო მიმართული.

მე მზად ვარ, როგორც საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და დიდი ისტორიის მატარებელი ტელევიზიის მფლობელი, მათი დაინტერესების შემთხვევაში, შევხვდე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რათა უშუალო კომუნიკაციის პირობებში ვაჩვენო ის სამწუხარო რეალობა, რაც დაგვხვდა კომპანიაში და განვმარტო ყველა დეტალი, რამაც განაპირობა ეს ყველაფერი”.

 

 

თეგები: ნიკა გვარამიაქიბარ ხალვაში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved