• რეკლამა
  • კონტაქტი
08:40, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პრობლემა, რომელზე საუბარსაც ხშირად გავურბივართ…” – უჩა ნანუაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:07 05-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
235
ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი:
“ერთი პრობლემა, რომელზე საუბარსაც ხშირად გავურბივართ:
თუ ვამბობთ, რომ ფაშიზმი/ნაციზმი და კომუნიზმი ორივე ბოროტება იყო, ფაშიზმის დამარცხება და დენაციფიკაცია სრულად განხორციელდა ათწლეულების წინ. დამნაშავეებს ცივილიზებულმა სამყარომ წლების შემდეგაც კი არ აპატია დანაშაული და შორეულ ლათინურ ამერიკაშიც კი იპოვნეს და დასაჯეს არაერთი ნაცისტი. ეს იყო გერმანიის პასუხი წარსულში მომხდარ დანაშაულებზე. გერმანიამ გადააფასა საკუთარი წარსული და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი. ამიტომ გერმანია დღეს მოწინავე სახელმწიფოა მსოფლიოში.
კომუნიზმის შემთხვევაში კი დეკომუნიზაცია თუ დესოვიეტიზაცია არ მომხდარა საერთოდ, მხოლოდ სიმბოლოების გამოცვლას და კოსმეტიკურ ცვლილებებს ჰქონდა ადგილი ბევრგან. პირიქით, მაშინდელი პარტიული ნომენკლატურა, მაღალჩინოსანი ან რომელიმე ელიტური ჯგუფის წარმომადგენელი დღესაც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და ქვეყნის რესურსების დიდ ნაწილს აკონტროლებს, საუბარია როგორც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ ისე ყველა სხვა სფეროზე. დასჯაზე ხომ საუბარი ზედმეტია, არც არასოდეს დასჯილა ვინმე ჩადენილი დანაშაულის გამო და ლუსტრაციის პროცესის დაწყებაზე ყოველი ინიციატივა მუდამ ჩანასახშივე იბლოკებოდა. არასოდეს აწყობდა მმართველ ელიტას ამ პროცესის დაწყება. არადა არ ვიცით ბევრი დამნაშავის ვინაობა, ვინც უდანაშაუალო ადამიანებს ხვრეტდა, ვინც აწყობდა სისხლიან ტერორს, ხოცავდა ათასობით ადამიანს, აციმბირებდა ან უბრალოდ ციხეში ან ფსიქიარიულში ათავსებდა და ესაა ზუსტად ყველაზე დიდი პრობლემა. საუბარია როგორც ხელმძღვანელ, ასევე უშუალოდ დანაშაულის შემსრულებელ პირებზე. დიდი ტერორის შემოქმედნი, შემსრულებელნი, დისიდენტების მდევნელი პირები ყველა თავისუფლად განაგრძობდა ცხოვრებას და არანაირი დისკომფორტი არ შექმნიათ წლების განმავლობაში.
ბევრი აღარაა დღეს ცოცხალი, თუმცა არც ნამდვილი ისტორიაა ცნობილი საზოგადოებისთვის. თანდათან ყველას დაავიწყდა სისტემა, რომელიც კლავდა. და ეს სისტემა არსად წასულა, უბრალოდ სხვა ფორმა შეიძინა და სახელიც სხვა დაერქვა. ახლა უკვე დამოუკიდებელი სახემწიფოს სახელით ხდება ყველა უკანონობა, ტოტალური დარღვებები, ხალხის ნების უგულებელყოფა. დამოუკიდებელ სახელმწიფოს კი დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანები აშენებენ. ამიტომაცაა პრობლემები ლიდერებშიც, ამიტომაცაა აცდენა ხალხის და ლიდერების, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის დიდი ნაწილის საქმეებში. ამ სისტემას ხშირად ახსენებს ბევრი მაგრამ რა სისტემაზეა საუბარი ბოლომდე არ საუბრობს. დიახ ეს საბჭოთა სისტემის ნარჩენებია, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს და აკონტროლებს არაერთ სფეროს. ეს ის სისტემაა რომელიც სიმსივნესავით არის მოდებული ყველგან და ცდილობს გაანადგუროს თავისუფალი აზროვნების კერები და თავისუფალი სივრცეები და არც თუ წარუმატებლად. ესაა სისტემა, რომელიც კორუმპირებულია და არ ცნობს კანონის უზენაესობას და ადამიანის თანასწორობას. გასაგებია წარსულზე არ გვსურს საუბარი, ან რამის გაკეთება, გასაგებია ბევრს პირადად ეხება ან შეეხება ეს საკითხი, მაგრამ ის დანაშაულები, რაც მოხდა, არ გვადარდებს? რა საჭიროა კუდიანებზე ნადირობა, დრო ყველაფერს ინელებს, არაა საჭირო, კაგებეს არქივიც დაიწვა, რისთვის გვინდა ახლა შევაწუხოთ წარსულის აჩრდილები და ა. შ. – ხშირად გაიგონებთ მსგავს არგუმენტებს იმისთვის რომ ეს პროცესი არ განვითარდეს. გერმანელებს შეეძლოთ გამართლება მოეძებნათ ბევრი რამისთვის, რაც იქ ხდებოდა ნაციზმის დროს, მაგრამ მათ გადაწყვიტეს რომ არასოდეს განმეორებულიყო ის, რაც მოხდა. ამიტომ უკომპრომისო და პრინციპული ბრძოლით მიიყვანეს საქმე ბოლომდე.
არაა საუბარი მხოლოდ საბჭოთა პერიოდის დანაშაულებებზე, იგივე შეიძლება ითქვას შემდეგი პერიოდზე, დაწყებული 90-იანი წლებით, ე.წ “თბილისის ომის” დანაშაულებებზე, ეგზეკუციებზე სამეგრელოში, ომი ცხინვალსა და აფხაზეთში. არასოდეს არ დასჯილან ამ დანაშაულებების შემოქმედნი არცერთი მხრიდან. არც საბჭოთა, არც პოსტსაბჭოთა წარსულის გადაფასება არ მომხდარა და ვერ გამოვდივართ ჩაკეტილი წრიდან. იცვლებოდა მთავრობები, მაგრამ არ შეცვლილა მიდგომა. ამ ყველაფერზე ყველა ხუჭავდა თვალს. დანაშაულები რჩევა პასუხგაუცემელი, ანგარიშვალდებული არავინ არაა საკუთარ საქმეებზე და ყველას ყველაფერი ეპატია, არავინ მოკითხა რეალური დანაშაულებისთვის პასუხი, დაუსჯელობა გაბატონდა ყველგან, კანონის უზენაესობა მხოლოდ ფიქციად დარჩა და თვისობრივი ცვლილებებისთვის დღესაც რეალურად ძალიან ცოტა ადამიანი იბრძვის. უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირები ან დამსახურებულ პენსიაში არიან, ან უცხოეთში ან პანთეონებში განისვენებენ, მათ შორის დამნაშავეები რომელთა საქმეებზე გამოძიება უნდა მომხდარიყო. სამაგიეროდ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი და მათი მემკვიდრეები დღეს მხოლოდ 7 ლარის სუბსიდიას იღებენ სახელმწიფოსგან. სანამ არ მოხდება ამ ყველაფრის გადაფასება, არაფერი შეიცვლება და მორიგ წრეზე მოგვიწევს სიარული. გერმანიის დენაციფიკაცია მოხდა. იქ ახლა ახალი, თავისუფალი სისტემაა და ხელისუფლებაც ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე. სხვა არაერთ ქვეყანაშიც წარსულის გადაფასებაც მოხდა და დღეს ევროპული ოჯახის წევრები არიან. ჩვენთან მხოლოდ კომუნისტური/საბჭოთა სიმბოლოები აიკრძალა, საბჭოთა სისტემა, სხვა სახელით, კოსმეტიკური ჩარევებით, მაგრამ მაინც მყარად დგას. ესაა სისტემა, რომელიც უნდა შეიცვალოს.”
თეგები: უჩა ნანუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved