პოლიტიკოსი, ეკა ბესელია:
“ლიზა , ასეთი ციცქნა მიგიყვანე პორველ საჯარო გიმნაზიაში … მერე პრინცესა იყავი …
დღეს ბოლო ზარზე მივედით ერთად და უკვე 18 წლის ხარ …ემზადები მისაღები გამოცდებისთვის და მჯერა შენი
ისე რუსთაველზე, პარლამენტის წინ აქციებზე რომ დამყავდი, ისე შეეჩვიე ამ ადგილს, სკოლაც იქ გადაწყვიტე
მომწონდა როცა მეუბნებოდი ,, ჩემით ვივლი სკოლაში, ნუ მაკითხავო” ბებოს არ უშლიდი
მომწონს რომ გაქვს ღირებულები , რითიც გაინაპირებ და დაძლევ ყველა სირთულეს!
ადამიანს არ მიატოვებ განსაცდელში, ცუდს არ გაუკეთებ და თანაგანცდა, სოლიდარობა შეგეძლება.
მომწონს, რომ პატივს ცემ ადამიანის უფლებებს და სხვისი დარდის განცდა შეგიძლია …
მართალია ჩემს პროფესიას არ გაყევი და არც ჩავრეულვარ ამ საკითხში , მაგრამ ვიცი შემოქმედებით გზაზე იპოვი საკუთარ თავს , შენი ბევრი ნიჭი თავს მოიყრის ერთ რამეში , რასაც სიკეთე და სიყვარული ქვია
სამშობლოს, ადამიანის, ოჯახის, პროფესიის…
მე შენ ყველგან მეიმედები დედას სხივო
გილოცავ ბოლო ზარს და უფრო დიდი გზის დასაწყისს …”
კომენტარები