• რეკლამა
  • კონტაქტი
19:06, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცხე­ლე­ბა, დაღ­ლი­ლო­ბა, გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი… – ბავშვებში გამოვლენილი გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის სიმპტომები

ალია ავტორი - ალია
14:05 05-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
317

ბოლო დღე­ე­ბია, რაც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მე­დი­კო­სე­ბი ბავ­შვებ­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ჰე­პა­ტი­ტის გავ­რცე­ლე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, და­ა­ვა­დე­ბას მწვა­ვე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს, რის გა­მოც და­ა­ვა­დე­ბულ­თა 90%-ის ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრმა ექი­მებს გაფრ­თხი­ლე­ბა მის­ცა, რათა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ ჰე­პა­ტი­ტის შემ­თხვე­ვებს. რო­გორც abc წერს, აშშ-ში შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა 1-დან 10 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში გა­მოვ­ლინ­და, თუმ­ცა იყო შემ­თხვე­ვე­ბი 16 წლამ­დე მო­ზარ­დებ­ში.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აშშ-ში ბავ­შვე­ბი ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­ნი არი­ან ჰე­პა­ტი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით, თუმ­ცა ეს შტა­მი აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი A, B, C და D ჰე­პა­ტი­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და ვაქ­ცი­ნა არ არის ეფექ­ტი­ა­ნი. CDC მშობ­ლებს აფრ­თხი­ლებს, რომ აკონ­ტრო­ლონ ნიშ­ნე­ბი, სიმპტო­მე­ბი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თონ ექიმს, რათა თა­ვი­დან აი­რი­დონ და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბა.

CDC-ში აცხა­დე­ბენ, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­დოს. მა­თი­ვე ცნო­ბით, ახლა ექ­სპერ­ტე­ბი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბის ეტაპ­ზე არი­ან. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­შიც ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცი­ან, რა იწ­ვევს მო­ზარ­დებ­ში მწვა­ვე ჰე­პა­ტიტს და მბო­ბენ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა.

21 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით (ჯან­მო-ს მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ნახ­ლე­ბუ­ლი არ არის) მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სულ აღ­წე­რი­ლია ბავ­შვებ­ში მწვა­ვე ჰე­პა­ტი­ტის 169 შემ­თხვე­ვა. შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლე­ნი­ლია შემ­დეგ ქვეყ­ნებ­ში – დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, ის­რა­ელ­ში, აშშ-ში, და­ნი­ა­ში, ირ­ლან­დი­ა­ში, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში, იტა­ლი­ა­ში, ნორ­ვე­გი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, რუ­მი­ნეთ­სა და ბელ­გი­ა­ში.

ჯან­მო-ს ცნო­ბით, ვირუ­სი ვლინ­დე­ბა 1-დან 16 წლამ­დე ასა­კის მო­ზარ­დებ­ში. და­ა­ვა­დე­ბულ­თა 10%-ს დას­ჭირ­და ღვიძ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცია.

გა­მოვ­ლე­ნილ სიმპტო­მებს შო­რის კლი­ნი­კუ­რი სინ­დრო­მია მწვა­ვე ჰე­პა­ტი­ტი (ღვიძ­ლის ან­თე­ბა) საგ­რძნობ­ლად მო­მა­ტე­ბუ­ლი ღვიძ­ლის ფერ­მენ­ტე­ბით. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ახლა მთა­ვა­რია აღი­რი­ცხოს შემ­თხვე­ვე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ჰე­პა­ტი­ტის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის და­ად­გი­ნონ, რათა მო­მა­ვალ­ში მისი პრე­ვენ­ცია გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

და­ა­ვა­დე­ბა უმე­ტე­სად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა შემ­დე­გი სიმპტო­მე­ბით – ცხე­ლე­ბა, დაღ­ლი­ლო­ბა, გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი და სიყ­ვით­ლე თვა­ლე­ბი გარ­შე­მო, ან კან­ზე რო­მე­ლი­მე ნა­წი­ლი. მე­დი­კო­სე­ბი მშობ­ლებს ურ­ჩე­ვენ, რომ მსგავ­სი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თონ ექიმს.

თეგები: ჯანმოჰეპატიტი ბავშვებში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved