• რეკლამა
  • კონტაქტი
23:33, ხუთშაბათი, 21 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენ უარი სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას” კი არ უთხარით,თქვენ უარი უთხარით ჩვენს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაზე” – გრიგოლ ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
14:28 03-29-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

“ნაციონალური მოძრაობის” შეთავაზება მთავრობას, ემიგრანების სამშბლოში დაბრუნებაზე და ხელისუფლების კატეგორიული უარი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ძალიან ცუდი ნაბიჯი.

ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ უარი უთხრა არა “ნაციონალურ მოძრაობასა და სააკაშვილს, არამედ მათ უარი უთხარეს საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაზე.გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ წინადადება ჯერ კიდევ მაგიდაზეა . იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კარგად დაფიქრდნენ და გამოიყენონ ეს შესაძლობლობა, რათა ყოველგვარი თანხისა და საცხოვრებლის გარეშე დრჩენილი ადამიანები დაბრუნდნენ სამშობლოში.”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაწყებულ კამპანიას, რომელიც ეხებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანას, მესამე პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაიყვანა პრაქტიკულ ჭრილში: მოიძია ავიაკომპანია და მოიძია და შესაბამისი სახსრები იმისათვის, რომ უმკლეს ვადებში განხორციელებულიყო ჩარტერული ფრენება ევროპის ქალაქებიდან და მინდა შეგახსენოთ ეს გრაფიკი:
31 მარტს- ვარშავა – კიევი – თბილისი. 
1-ელ აპრილს ბერლინი თბილი და ასევე ბარსელონა – თბილისი.
2-აპრილს – რომი თბილისი.

24 საათის განმავლებაში ჩვენ ხელისუფლება გამოგვეხმაურა კატეგორიული უარით და იმ ლეიტმოტივით, რომ 199-ევროიანი ბილეთი სჯობს უფასო ჩარტერულ რეისს. ხაზი მინდა გავუსვა, ეს არის უფასო ჩარტერული რეისები.
ხელისუფლებაში აღარავის ახსოვს ის, რომ ბინის, შემოსავლის გარეშე დარჩენილ ჩვენს მოქალაქეებს არც 99 ევროს გადახდა შეუძლიათ და არც 199 ევროს გადახდაც.
თქვენ უარი სააკაშვილს კი არ უთხარით, თქვენ უარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კი არ უთხარით”, თქვენ უარი უთხარით საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაზე. თქვენ მოქალაქეებს უთხარით უარი სამაშველო ოპერაციაზე, რომელიც უიმედოდ დარჩენილ ადამიანებს ამშობლოში დააბრუნებდა, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწეოდათ. აუცილებლად დაამახსოვრდება ეს საქართველოს მოქალაქეს. ჩვენ საშუალება გვქონდა ამ რეისების შემდეგ გაგვეგრძელებინა სამმაშველო პერაცია და მათი რაოდენობა აგვეყვანა თუ საჭირო იქნებოდა 10 ათას ადამიანამდე. ბურთი კვლავ თქვენს მოედანზეა. თქვენ აუცილელად მოგიწევთ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის პასუხის გაცემა რატომ გამოიჩინეთ ასეთი გულგრილობა მაშინ, როდესაც ყველა სახელმწიფო აკეთებს იმას, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში თავის მოქალაქეები დააბრუნოს სამშობლოში. რაც შეეხება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჩვენ არც პოლიტიკურ ქულებს ვიწერთ, ჩვენ არც იმას ვცდილობთ, რომ რამე დისკუსიაში ჩავებათ. ეს გულწრფელი წინადადება ჯერ კიდევ მაგიდაზეა, კარგად დაფიქრდით და გამოიყენეთ, იმიტომ რომ თუ რაღაცა გაკეთდება, გაკეთდება ერთიანი მცდელობით და ეს მიეწერება მთლიანად იმ ერს, რომელი სახელმწიფოს, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს იმსახურებს. ძალიან, ძალიან ცუდი ნაბიჯი გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან და ეს ნაბიჯი შესაბამის რეაქციას გამოიწვევს მოქალაქეებში” – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

13:43 05-21-2026
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:06 05-21-2026
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved