• რეკლამა
  • კონტაქტი
00:25, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ადამიანების გადაადგილება აიკრძალა, ჩერდება საზოგადოებრივი ტრსნსპორტი – საგანგებო ვითარება სამეგრელოში

ალია ავტორი - ალია
12:10 03-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

სამეგრელო -ზემო სვანეთში კორონავუირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებები მკაცრდება, ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობას იწყებენ პოლიციის, სამხედრო ძალების და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც იმ მოქალაქეებს გააკონტროლებენ ვინც რეკომენდაციებს არა ასრულებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა და სოფლებში – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. 

,,ხვალიდან, 29 მარტიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ჩვენს რეგიონში მთლიანად შეწყვეტს მოძრაობას. შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ჯანდაცვის სფეროს, პოლიციის და სამხედრო ძალის წარმომადგენლებით. ჯგუფები მუშაობას დაიწყებენ უახლოეს დღეებში, შეიქმნება ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან. 

ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პიროვნებაზე მეტი აუცილებლად შეჩერებული იქნება. მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით, ჩვენ ყველა მოქალაქეს გავაცნობთ რეკომენდაციებს. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს, გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად! 

ჩვენ ამ ზომებს ვიღებთ იმის გამო, რომ არსებობს მოსალოდნელი რისკები. ჩვენ გვყავს ერთი დადასტურებული პაციენტი ზუგდიდში, თუმცა ყოველდღე, ყოველ წუთს ჩვენ ველოდებით სხვა ახალ შემთხვევებს, იმდენად რამდენადაც ფაქტიურად იმ, ინფორმაციის ფლობა თუ ვინ არის დაინფიცირებული, სხვას ვის გადასდებს – ამის პროგნოზირება ამ წუთს რთულია. ამდენად, ერთადერთი ძლიერი ინსტრუმენტი ვირუსთან საბრძოლველად, რომ არ გავრცელდეს ეპიდემია სწრაფი ტემპით არის ის, რომ დაიცვან ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია რაც გავეცით, აქედან უმთავრესია ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლში და გადაუდებელი შემთხვევის გარდა არ გამოვიდნენ სახლიდან. 

არსებობს საფრთხეები, ეს საფრთხეები ძალიან დიდია, ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვართ საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს. სამწუხაროდ ის ინფორმაცია რაც ჩვენ იქიდან გვქვს არ არის სახარბიელო, მოსალოდნელია ჩვენი თანამოქალაქეების ვინც აფხაზეთში ცხოვრობს ჩვენს რეგიონში სამკურნალოდ გადმოსვლა, ყველა მოქალაქეს შესაბამისი დახმარება გაეწევა. ამისათვის მზად უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, ასევე მთლიანად გამართულად უნდა მუშაობდეს ყველა სამსახური. 

ასევე მოგახსენებთ, იმ დადასტურებული შემთხვევის შესახებ, რაც ზუგდიდში გვაქვს – მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პიროვნება თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებოდა, ჩვენ ვერ დავრჩებით ამის იმედად. ყველა მისი გადაადგილება თურქეთიდან სახლამდე არ იყო უსაფრთხო, შესაბამისად ყველა ის მოქალაქე, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა ვიკვლევთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მივიღოთ ყველა ის ზომები, რომ შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება. მინდა განვმარტო, ეს ზომები არ არის ანალოგიური მარნეულის ვითარებისა. მარნეულში კომენდანტის საათია, პრაქტიკულად დაკეტილია მთლიანად ქალაქი, ჩვენ ამ ზომას არ მივმართავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედიანად ვიყოთ, როგორც ეს მოხდა დღეს, როდესაც გაირკვა, რომ საბედნიეროდ ოთხ ადამიანს არ დაუდასტურდა ვირუსი – ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ ქალაქში და რაიონში მოძრაობამ მოიმატა. 

ჩვენ, იძულებულები ვართ, გავატაროთ ეს ზომები, ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაიგებენ. ჯობია ახლა გავამკაცროთ და მივიღოთ მაქსიმალური ზომები, დავიცვათ სიფრთხილე, ვიდრე ხვალ და ზეგ გვქონდეს უმართავი პროცესები“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ტელეკომპანია ,,მაესტროს” პირდაპირ ეთერში. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ასევე მოუწოდებს მედიკოსებსა და შესაბამისი პროფილის სტუდენტებს დახმარებისთვის. ,,ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება“ – მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა მაესტროს პირდაპირ ეთერში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved