• რეკლამა
  • კონტაქტი
11:59, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოსკოვისთვის ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა” – რა მოხდა ქალაქ კაუნასში? – ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:24 05-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,722

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:

 

“ზუსტად 50 წლის წინ, 1972 წლის 14 მაისს 19 წლის ლიეტუველმა სტუდენტმა რომას კალანტამ მანამდე სსრკ-ში გაუგონარი რამ ჩაიდინა – საბჭოთა ოკუპაციისადმი პროტესტის ნიშნად ქ. კაუნასში იმ შენობის წინ, სადაც ლიეტუვის გასაბჭოება გამოცხადდა, თავი დაიწვა.

მოსკოვისთვის ეს ქმედება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა. მანამდე კრემლში ეგონათ, რომ ლიეტუვის დამოუკიდებლობის სურვილი წელში გატეხეს მრავალჯერადი ოკუპაციით, პარტიზანული მოძრაობის ჩახშობით, დახვრეტებით, ციმბირში გადასახლებებით, რასაც საერთო ჯამში ამ პატარა ქვეყნის 1,5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თავის დაწვის წინ რომასმა დატოვა პატარა ჩანაწერი უბის წიგნაკში: “მხოლოდ რეჟიმია დამნაშავე ჩემ სიკვდილში”.

18 მაისს რომასის დაკრძალვა დიდ მღელვარებაში გადაიზარდა კაუნასის ქუჩებში. ათასობით ახალგაზრდა ერთხმად სკანდირებდა: “თავისუფლება ლიეტუვას!”

დემონსტანტებსა და საბჭოთა ჯარს შორის მოხდა შეტაკება. დააკავეს დემონსტრაციებში მონაწილე 402 ადამიანი.

საბჭოთა კავშირმა რომას კალანტა გიჟად გამოაცხადა, მის მშობლებს კი საფლავზე წარწერის გაკეთების უფლებაც კი არ მისცეს. კალანტას სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. იმ წელს კიდევ 13-მა ლიეტუველმა დაიწვა თავი.

რომასის, ერთი შეხედვით, ეს განწირული ქმედება, ბევრი ლიეტუველისთვის ნუგეშად იქცა – ლიეტუვაში ახალი ძალით გამოცოცხლდა ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეა. რომასი კი 1970-იან და 1980-იან წლებში ლიეტუვის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.

ეს მოვლენები ლიეტუვაში “კაუნასის გაზაფხულის” სახელითაა ცნობილი. არც ის იყო შემთხვევითი, რომ ეს ამბავი კაუნასში მოხდა – იგი კოსმოპოლიტური ვილნიუსისგან განსხვავებით, ყოველთვის უფრო “ლიეტუვური” იყო თავისი ხასიათით.

თანაც, კაუნასი პირველი დამოუკიდებლობის დროს (1919-1940 წწ) ლიეტუვის დროებითი დედაქალაქიც იყო.

დღეს ლიეტუველები იხსენებენ ამ 19 წლის ჭაბუკს, რომელმაც ერის გამოღვიძების ფუნქცია საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ ამისთვის საკუთარი სიცოცხლის დათმობა მოუწია.”

თეგები: ზურაბ ბატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved